როგორც უკვე იცით, შესაძლოა Apple-მა მარტის ღონისძიება არ გამართოს და გამზადებული პროდქტები, მათ შორის iPhone 9 (SE2) პრესრელიზის სახით გამოუშვას.
რაც შეეხება სექტემბრის ღონისძიებას, სადაც ყოველთვის წლის მთავარ მოვლენას, ახალ iPhone-ს ველოდებით ხოლმე, შესაძლოა გადაიდოს.
Bank of America-ს ანალიტიკოსების აზრით, კორონა ვირუსის გამო, ახალი iPhone 12-ების გამოშვებამ სექტემბრის ნაცვლად, შეიძლება ოქტომბერი-ნოემბრის თვეში გადაიწიოს.