Apple-ს ღონისძიების შესახებ ოფიციალურად ჯერ არ განუცხადებია, თუმცა როგორც ხედავთ Siri-ს უკვე შეუძლია ამის შესახებ გვითხრას.
თუ თქვნს Apple-ის მოწყობილობაზე სირის ჰკითხვათ როდის არის Apple-ის ღონისძიება, ის გიპასუხებთ რომ 20 აპრილს, Apple Park-ში. ასე ჯერჯერობით მხოლოდ სირის ინგლისურენოვანი ვერსია გვპასუხობს.
თუ ყველაფერი დადასტურდა და სავარაუდოდ ეს დღეს საღამოს მოხდება, Apple-ი 20 აპრილს რამდენიმე ახალ მოწყობილობას წარმოგვიდგენს. სავარაუდოდ ვიხილავთ მეხუთე თაობის iPad Pro-ს, ახალი ეკრანით და თანამედროვე კამერით, AirPods 3-ს ახალი დიზაინით და ასევე AirTag-ს — საძიებო მოწყობილობას.