TF International Securities-ის ცნობილი ანალიტიკოსი Ming-Chi Kuo ამბობს, რომ Apple ახალი Macbook Pro-ს გამოშვებას 2020 წლის შუა რიცხვებში გეგმავს.
ეს სავარაუდოდ მეორე კვარტლის ბოლოსა და მესამე კვარტლის დასაწყისს შორის მოხდება. ასევე სავარაუდოა რომ მისი წარმოდგენა 2020 წლის WWDC ღონისძიებაზე მოხდება. ან უბრალოდ განთავსება Apple-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
ანალიტიკოსი ასევე აცხადებს, რომ ახალ MacBook-ს მაკრატელა კლავიშების მექანიზმი ექნება. ამის გაკეთება კი ტაივანურ კომპანია Wistron-ს დაევალა.
იქნება ეს მხოლოდ 16″ MacBook Pro თუ კიდევ სხვა რამეც, ეს ჯერჯერობით გაურკვეველია. თუმცა, იმასაც ვარაუდობენ რომ ახალი კლავიშების მექანიზმი 16 დიუმიან Macbook-ში გამოჩნდება. [MacRumors]