მელბურნის უმაღლესი სკოლის მოსწავლემ, Apple-ის სერვერზე შეხწევა შეძლო და 90GB-ის მოცულობის ინფორმაციაზე მიიღო წვდომა. ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი — The Age-ი წერს. სკოლის მოსწავლე მთელი წლის განმავლობაში ვირტუალურ შეტევებს ანხორციელებდა, მათგან რამდენიმე წარმატებული აღმოჩნდა.
კომპანიამ ოფიციალური განცხადებით FBI-ს მიმართა, გამომძიებლების განცხადებით, 16 წლის მოზარდი იყენებდა საკუთარ მეთოდებს Apple-ის დაცვითი სისტემის გასაშიფრად.
[საგამოძიებო მოქმედებების შედეგად] მოზარდს ჩამოართვეს ორი პორტატული კომპიუტერი, რომლების სერიული ნომრებიც შეესაბამებოდა თავდასხმის განხორციელების ავტორის მონაცემს. [ბრალდებულის] მიზანი იყო დისტანციურად დაკავშირება Apple-ის შიდა სისტემაზე.
როგორც სასამართლოს სხდომს დროს აღმოჩნდა, ის ყველა ფაილი რომლის ჩამოტვირთვაც მოახერხა მოზარდმა, მის კომპიუტერში, სახელად “hacky hack hack” ფაილში ინახებოდა. საკუთარი განცხადებით, სერვერების გარღვევის მიზეზად, პატარა ასაკიდან Apple-ში მუშაობის სურვილი დაასახელა.