Apple-ის ახალი ტელეფონის გამოსვლამდე ერთი დღით ადრე, ანუ გუშინ კორპორაცია Sony Ericsson-ის ხელმძღვანელმა ბერტ ნორდბერგმა აღიარა, რომ შორეულ 2007 წელს არ აღიქვამდა iPhone-ს სერიოზულ კონკურენტად მობილური ტელეფონების ბაზარზე. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ Sony Ericsson-ისათვის ეს საბედისწერო შეცდომა აღმოჩნდა.
მაგრამ მიუხედავად ამისა, ბერტ ნორდბერგი ამაყად აცხადებს, რომ მას აკმაყოფილებს Android-ის არსებული პლათფორმა.
ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა Android-თან კარგად მიმდინარეობს. ეს საუკეთესო არჩევანია, რომელიც რომ ჩვენ გაგვიკეთებია ოდესმე. მე დისკომფოტს განვიცდიდი და დაუკმაყოფილებლობასაც, სხვა პლათფორმასთან რომ მემუშავა. მე ის ნამდვილად მომწონს.
და თუმცა მობილურების კორპორაციების მეტაურები აცხადებენ, რომ iPhone-ი მათ კონკურენციას ვერ გაუწევს, თითოეული მათგანი დღევანდელ დღეს გულის ფანცქალით ელოდება. ვინაიდან რაც არ უნდა წარმოადგინოს Apple-მა, ის მაინც გაყიდვების ლიდერი გახდება, სულ ცოტა ერთი წლით მაინც.
P.S. კატა ვერ შეწვდა ძეხვსაო — პარასკევია დღესაო…
წყარო: itnewsafrica.com