კომპანია Sony სმარტფონებისთვის კამერების ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელია. მოგეხსენებათ Apple-ისთვის Sony მნიშვნელოვანი პარტნიორია, შესაბამისად ალბათ არავის გაუკვირდება ის ფაქტი რომ კომპანიაში შეკვეთების მოცულობას ვეღარ უმკლავდებიან.
როგორც ნახევარგამტარების განყოფილების ხელმძღვანელი ტერუსი სიმიძუ იტყობინება, 24 საათიანი სამუშაო გრაფიკიც კი არ ყოფნის შეკვეთებს. ქარხანაში მომუშავე პერსონალი უკვე მეორეჯერ ვერ დაისვენებს საახალწლო არდადეგებზე.
2021 წელს კომპანია ნაგასაკიში კიდევ ერთი ქარხანის გახსნას აპირებს. თუმცა ჯერჯერობით არ არიან დარწმუნებულები რომ მისი შესაძლებლობები სიტუაციის გასაუმჯობესებლად საკმარისი იქნება. [9to5mac.com]