როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი უცხოური წყაროებიდან, სტივ ჯობსს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის იდეურ სულის ჩამდგმელსა და პროტოტიპის შექმნელს უწოდებენ, არ მოსწონდა ამ პროდუქტის დასახელება, „Siri“.
დაგ კიტლაუსი NetworkWorld-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ Apple-ის აწ გარდაცვლილი ხელმძღვანელი ბრენდს „Siri“ თვლიდა დროებით დასახელებად და ძალიან განიცდიდა, რომ ვერ შეძლო ალტერნატიული დასახელების მოფიქრება, რომელიც მას დააკმაყოფილებდა.
ჭორების თანახმად, Apple-მა Siri შეიძინა 2010 წლის აპრილში 200 მლნ დოლარად. თავიდან ხმოვანი თანაშემწე (ნავიგატორი და მაძებარი) თავისუფლად ჩამოტვირთვადი უნდა ყოფილიყო Apple-ის ყველა პროდუქტში, მაგრამ შემდეგ კონცეფცია შეიცვალა და ის iPhone 4S-ის ექსკლუზიური ნაწილი გახდა.
კიტლაუსი იყო Siri-ს თანადამფუძნებელი და ხმოვანი ტესტირების გუნდს Apple-ში გასული წლის ოქტომბრამდე ხელმძღვანელობდა, სანამ თავისი ნებით არ წავიდა კომპანიიდან ოჯახური მიზეზების გამო.
თუ რამდენად მართალია მისი სიტყვები, ძნელი სათქმელია, ვინაიდან დადასტურებას სტივ ჯობსისგან ვეღარასოდეს მივიღებთ.
წყარო: digit