GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

სტივ ჯობსი და გუგლი

IC by IC
11/04/2011
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
748
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ამერიკელი ტექნოლოგიის მიმომხილველი ჟურნალისტი სტივენ ლევი თავის ახალი წიგნში“In the Plex”, რომელიც გუგლის ისტორიის საინტერესო მომენტებს აღწერს, იხსენებს სტივ ჯობსის და გუგლის ურთიერთობების შესახებ და ასევე იმას, როგორი გავლენა მოახდინა ორმა კომპანიამ ერთმანეთზე. ლევის თქმით, გუგლის დამაარსებლები სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი  გუგლის გენერალური მენეჯერის ადგილზე სტივ ჯობსს ეპატიჟებოდნენ. ჯობსმა მათი შემოთავაზება უარყო, მაგრამ ახლადდაარსებულ და პერსპექტიულ კომპანიას დაეხმარა  ეპლის საუკეთესო ექსპერტებით ბიზნესის განვითარების საკითხებში. ჯობსის უარის შემდეგ პეიჯმა და ბრინმა გენერალურ მენეჯერად ერიკ შმიდტი მოიწვიეს, რომელიც დათანხმდა შემოთავაზებას და თავისი დიდი წვლილიც შეიტანა გუგლის გიგანტად ქცევაში.  ორ კომპანიას შორის ურთიერთობა იმდენად ახლო იყო, რომ შმიდტი ეპლის დირექტორთა საბჭოშიც კი მიიწვია ჯობსმა. ეპლსა და გუგლს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაფუჭდა, რაც სტივ ჯობსმა გუგლში მორიგი ვიზიტისას ნახა მათი მობილური საოპერაციო სისტემის, ანდროიდის პროტოტიპი. წიგნის ავტორის თქმით, ჯობსი გაცოფებული დარჩა ნანახით. ანდროიდი ზუსტად იმეორებდა აიფონის საოპერაციო სისტემის თვისებებს და მახასიათებლებს. რამოდენიმე ხნის შემდეგ, ეპლის თანამშრომელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე სტივ ჯობსმა საკმაოდ ნეგატიურად მოიხსენია გუგლი: “ჩვენ არ შევჭრილვართ საძიებო ბიზნესში, ისინი შემოიჭრნენ სმარტფონების ბიზნესში. მათი გეგმა ნათელია, გუგლს უნდა აიფონის მოკვლა, რის საშუალებასაც მათ ჩვენ არ მივცემთ. ხოლო რაც შეეხება მათ დევიზს –  ნუ იქნები ბოროტი (Don’t be evil, გუგლის არაოფიციალური დევიზი), უბრალოდ სისულელეა” .  ამის შემდეგ ერიკ შმიდტი გადადგა ეპლის დირექტორთა საბჭოდან, ხოლო ჯობსმა მაშინ ჯერ კიდევ აიპედის საიდუმლო პროექტზე კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცრა.  დღეისათვის, მიუხედავად მძაფრი კონკურენციისა სმარტფონების და ტაბლეტების ბაზარზე, ორ კომპანიას შორის თანამშრომლობა გრძელდება სხვა ისეთ საკითხებში, როგორებიცაა მობილური რუკები, საძიებო სისტემები, მობილური რეკლამა და სხვა.

Tags: Mac
Previous Post

iboot+multibeast – პირველი ჰაკინტოში სწრაფად და მარტივად!

Next Post

მაიკროსოფტი და ეპლის დიზაინი

IC

IC

Related Posts

iPhone 17 Pro Max-ს შეიძლება რეალურად ეწოდოს iPhone 17 Ultra
სიახლეები

iPhone 17 Pro Max-ს შეიძლება რეალურად ეწოდოს iPhone 17 Ultra

15/03/2025
2.7k
ტრამპის თქმით, Apple-ი წარმოებას მექსიკიდან აშშ-ში გადაიტანს
სიახლეები

ტრამპის თქმით, Apple-ი წარმოებას მექსიკიდან აშშ-ში გადაიტანს

22/02/2025
236
Apple-მა M5 პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყო
სიახლეები

Apple-მა M5 პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყო

06/02/2025
190
რას ველოდებით iPhone 17-ში, ანალიტიკოსების შეფასება
სიახლეები

რას ველოდებით iPhone 17-ში, ანალიტიკოსების შეფასება

31/01/2025
767
iPhone 18 Pro-ს ექნება ცვლადი დიაფრაგმის კამერა
სიახლეები

iPhone 18 Pro-ს ექნება ცვლადი დიაფრაგმის კამერა

09/11/2024
830
Apple-მა გამოაქვეყნა 250 ახალი ფუნქცია რომელსაც iOS 18-ში მივიღებთ
სიახლეები

Apple-მა გამოაქვეყნა 250 ახალი ფუნქცია რომელსაც iOS 18-ში მივიღებთ

12/09/2024
858
Next Post
მაიკროსოფტი და ეპლის დიზაინი

მაიკროსოფტი და ეპლის დიზაინი

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG