GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

სტივ ჯობსი შესაძლოა წლის ადამიანი გახდეს TIME-ის ვერსიით

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
10/11/2011
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
გორდონ ბრაუნი სტივ ჯობსის წინააღმდეგ

გორდონ ბრაუნი სტივ ჯობსის წინააღმდეგ

0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

დეკემბრის ბოლოს კვირას ამერიკული, ყოველკვირეული გამოცემა TIME ტრადიციისამებრ დაასახელებს წლის ადამიანის სახელს. სტივ ჯობსი პრეტენდენტთა სიაშია.

მიუხედავად იმისა, რომ არჩევანი — აღამასრულებელი რედაქტორის პრივილეგიაა, TIME-ის წარმომადგენლებმა საჯარო დებატები გამართეს. ჟურნალმა მიიწვია ექვსი ადამიანი ხუთი სხვადასხვა დარგიდან: პოლიტიკა, კანონმდებლობა, კომედია, ახალი ამბები და ხელოვნება.

სტივის გარდა კანდიდატთა სიაში არიან: მოჰამედ ბუაზიზი (რომლის თავის დაწვა კატალიზატორი გახდა არაბული გაზაფხულისათვის), „დაიპყარი უოლ-სტრიტი“ მოძრაობის წევრები, ეგვიპტის რევოლუციის აქტივისტი ქალი ისრაა აბდელ ფატახი, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და გერმანიის ფედერალური კანცლე��ი ანგელა მერკელი.

ჯობსის კანდიდატურას მხარი ორმა მოწვეულმა სტუმარმა დაუჭირა. ბრაიან უილიამსი რამოდენიმე წუთი საუბრობდა სტივის წვლილზე ჩვენს ცხოვრებაში. კერძოდ მან განაცხადა:

მან არა მარტო შეცვალა მსოფლიო, არამედ მოგვცა იმის შეგრძნება, რომ შეუძლებელი შესაძლებელია, რომ თქვენ შეგიძლიათ შეხედოთ შუშის, ან პლასტმასის ნაჭერს, თითები შეახოთ… ეს არაჩვეულებრივია! თქვენ შეგიძლიათ გაადიდოთ და შეამციროთ… სადაც არ უნდა წახვიდეთ. რომელი დარგის შეცვლაც არ უნდა გინდოდეთ — მუსიკალურის, თუ სატელევიზიოსი.

დაე მან მშვიდად იძინოს. სტივ ჯობსი, მისი სული — აი ჩემი არჩევანი წლის ადამიანის ნომინაციაზე.

ბარიანს ეტანხმება მარიო ბატალი:

ცოტა რამ მესმის და დარწმუნებული ვარ, რომ კამერაფონებმა შეცვალეს სამყარო ისევე, როგორც ეს გააკეთა ბიბლიამ.

ხმამაღალი განხადებებია, რომლებსაც რათქმაუნდა შეგვიძლია არ დავეთანხმოთ. ჯესი აიზენბერგმა, რომელმაც Facebook-ის შემქმნელის როლი შეასრულა ფილმში, ხმა მისცა არაბულ სამყაროს და უოლ-სტრიტს. მას ეთანხმება სეტ მაიერსი. ანიტა ჰილი ხმას აძლევს ეგვიპტელ ქალს, ხოლო გროვერ ნოკვისტი — ბუაზიზის.

როგორც ალბათ უკვე შეამჩნიეთ, ნომინატებს შორის ორი პიროვნებაა, რომელიც უკვე გარდაცვლილია (ჯობსი და ბუაზიზი). თუ ერთ-ერთი მათგანი გაიმარჯვებს, ეს იქნება ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც წლის ადამიანად გარდაცვლილს აირჩევენ.

თქვენ ვის მისცემდით ხმას?

წყარო: cult of mac

Tags: Mac
Previous Post

ბულგარეთში ერთ-ერთ სკოლას სტივ ჯობსის სახელს დაარქმევენ

Next Post

რონ ჯონსონი Apple-ის ყოფილი მენეჯერებისაგან ახალ გუნდს აყალიბებს

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

iPhone 14 Pro-ს მინიმალური მეხსიერება 256GB იქნება
სიახლეები

iPhone 14 Pro-ს მინიმალური მეხსიერება 256GB იქნება

11/08/2022
0
როდის გამოვა iPhone 14 და რა ეღირება?
სიახლეები

როდის გამოვა iPhone 14 და რა ეღირება?

08/08/2022
0
Apple-ი Android-ის მომხმარებლებს iPhone-ზე გადასვლას უმარტივებს (ვიდეო)
სიახლეები

Apple-ი Android-ის მომხმარებლებს iPhone-ზე გადასვლას უმარტივებს (ვიდეო)

01/08/2022
0
Apple-მა გამოაქვეყნა მესამე ფინანსური კვარტლის შედეგები
სიახლეები

Apple-მა გამოაქვეყნა მესამე ფინანსური კვარტლის შედეგები

29/07/2022
0
რას ნიშნავს ეს შეტყობინება და როგორ უნდა მოვაგვაროთ
სიახლეები

რას ნიშნავს ეს შეტყობინება და როგორ უნდა მოვაგვაროთ

27/07/2022
0
Apple-მა ავტომობილთან დაკავშირებით 248 პატენტზე განაცხადა
სიახლეები

Apple-მა ავტომობილთან დაკავშირებით 248 პატენტზე განაცხადა

26/07/2022
0
Next Post
რონ ჯონსონი Apple-ის ყოფილი მენეჯერებისაგან ახალ გუნდს აყალიბებს

რონ ჯონსონი Apple-ის ყოფილი მენეჯერებისაგან ახალ გუნდს აყალიბებს

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG