ჯობსის ავტორიზებული ბიოგრაფიის მიხედვით ფილმის გადაღება ალბათ მალე დაიწყება, თანაც აჟიოტაჟი ისეთი დიდია, თითქოს უკვე ხვალ გამოდიოდეს კინოთეატრებში. სანამ მომავალი მაყურებლები ბჭობენ, თუ ვინ იქნება მთავარი როლის შემსრულებელი, არც მსახიობები სხედან გულხელდაკრეფილნი. განსაკუთრებით თუ ვისაუბრებთ ისეთი სერიალის მსახიობებზე, როგორიცაა „სასწრაფო“…
ის, რომ ნოა უაილი (იგივე დოქტორ კარტერი) კანდიდატების სიის სათავეშია, ეჭვს უკვე არ იწვევს. Sony Pictures ეთანხმება ფანატების აზრს, რომ ამ მსახიობმა ერთხელ უკვე კარგად შეასრულა სტივ ჯობსის როლი. ამის გარდა ნოას დიდი სურვილი აქვს, რომ კვლავ შეასრულოს სტივის როლი.
მაგრამ უცაბედი აღმოჩნდა The Sun-ის ინფორმაცია იმის სესახებ, რომ ჯორჯ კლუნის (დოქტორი როსი) აგრეთვე სურს ამ როლის მოპოვება.
P.S. ოდესღაც თვითონ სტივმა დართო ნება უაილის ასულიყო სცენაზე… საკუთარი თავის ნაცვლად: