უამრავი გზა არსებობს იმისათვის რომ პენსიაში გასული მნიშვნელოვანი თანამშრომლები რაიმეთი დააჯილდოვოთ. მაგალითად მოსამართლე, რომელიც თანამდებობიდან გადადგება, იღებს საპატიო მოსამართლის სტატუსს. რომელსაც აქვს უფლება შეინარჩუნოს ყველა პრივილეგია. ამრიგად, საზოგადოება მათ მიმართ გამოხატავს პატივისცემასა და მადლიერებას. ეს მხოლოდ სახელმწიფო მოხელეებში არ ხდება, იგივე წესებია კერძო კონპანიებში.
სტივ ვოზნიაკი, რომელმაც Apple სტივ ჯობსთან და რონალდ ვეინთან ერთად დააფუძნა, დღემდე კომპანიის თანამშრომლად ითვლება. ახლა არ ვსაუბრობთ იმაზე რომ Woz-ს კომპანიის აქციები აქვს, არა, არამედ იგი ოფიციალურად ხელფასს იღებს და კვლავ თანამშრომელია.
როგორც Woz-მა ერთერთ პოდკასტზე განაცხადა, ყოველ კვირას იგი Apple-ისგან დაახლოებით 50 დოლარს იღებს.
„მე ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც კომპანიის დაარსებიდან დღემდე, ყოველ კვირას იღებს ხელფასს. გადასახადების გამოქვითვის შემდეგ, ეს შეადგენს 50 დოლარს. თანამშრომლად დარჩენით, მე ერთგვარ პატივსიცემას გამოვხატავ კომპანიის მიმართ“.
სტივ ვოზნიაკი
რას აკეთებს ვოზნიაკი Apple-ში?
არაფერს. როგორც ჩანს ვოზი ამჯერად Apple-ისთვის დეკორაციაა. იგი არა მხოლოდ არ მონაწილეობს ახალი პროდუქტების შექმნაში, არამედ იმის შესახებაც არაფერი იცოდა თუ სავარაუდოდ რა პროდუქტები უნდა წარმოედგინა Apple-ს.
აქედან გამომდინარე, უფრო ლოგიკურია რომ ვთქვათ ეს არ არის ვოზნიაკის პატივისცემის გამოხატულება Apple-ის მიმართ, არამედ პირიქით, ტიმ კუკის პატივისცემა Woz-ის მიმართ.