GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

Taylor Swift-მა Apple Music-ის სერვისიდან საკუთარი ალბომი ამოიღო

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
23/06/2015
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
917
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ამერიკელი მომღერლის ტეილორ სვიფტის განცხადებით, მისი ახალი ალბომი ”1989” Apple Music-ის სერვისზე ხელმისაწვდომი არ იქნება.

მომღერალმა ღია წერილით მიმართა კომპანია Apple-ს, სადაც აღნიშნავს, რომ პირველი სამი თვის განმავლობაში Apple არაფერს გადაუხდის მომღერლებს, რის გამოც ტეილორ სვიფტი უარს ამბობს მისი ალბომის Apple Music-ის საშუალებით გავრცელებაზე.

”Apple Music პირველი სამი თვის განმავლობაში არაფერს გადაუხდის სიმღერის ავტორებს, პროდიუსერებსა და მომღერლებს”, – აღნიშნავს ამერიკელი პოპ-ვარსკვლავი.
მისივე განმარტებით, ეს უსამართლობაა, რადგან Apple-ს საკმარისად ბევრი ფული აქვს იმისთვის, რომ ეს ხარჯები დაფაროს.

”ჩვენ ვიცით, რომ Apple ასტრონომიულად მდიდარი კომპანიაა და ვიცით, რომ ამ კომპანიას აქვს საკმარისი თანხები იმისთვის, რათა ამ სამი თვის განმავლობაში ფული გადაუხადოს მომღერლებს, სიმღერის ავტორებსა და პროდიუსერებს მაშინაც კი, თუ სერვისის მომხმარებლები არაფერს იხდიან ამ სამი თვის განმავლობაში”, – აღნიშნა ტეილორ სვიფტმა.

ტეილორ სვიფტის ბოლო ალბომის გარდა, Apple Music-ზე ყველა მისი სიმღერა იქნება ხელმისწავდომი.

Apple Music-ის სერვისი მსოფლიოს 100 ქვეყანაში 30 ივნისიდან იქნება ხელმისაწვდომი. პირველი სამი თვის განმავლობაში მომხმარებლები სერვისით სარგებლობას უფასოდ შეძლებენ, შემდეგ კი ყოველთვიურად 10 დოლარის გადახდა მოუწევთ. სერვისი შემოდგომიდან ხელმისაწვდომი იქნება ანდროიდისა და Windows-ის მომხმარებელთათვისაც. სერვისის კატალოგში 30 მილიონზე მეტი კომპოზიცია იქნება ატვირთული. აპლიკაცია ინტეგრირებულია ხმოვანი ძებნის სისტემა Siri-სთან, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი შეძლებს, მაგალითად, 1994 წლის დეკემბრის ჩარტის ლიდერი სიმღერის მოძებნასა და მოსმენას.

Previous Post

Simon Pierro ამჯერად Apple Watch-ით ახდენს სასწაულებს

Next Post

Apple მზად არის საგადასახადო პოლიტიკას გადახედოს

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

ვინ არის საუკეთესო მმართველი? სტივ ჯობსი თუ ტიმ კუკი?
სიახლეები

ვინ არის საუკეთესო მმართველი? სტივ ჯობსი თუ ტიმ კუკი?

04/02/2023
7
Apple-ი 2024 წელს დასაკეც iPad-ს გამოუშვებს
სიახლეები

Apple-ი 2024 წელს დასაკეც iPad-ს გამოუშვებს

31/01/2023
79
ნახეთ როგორ საუბრობს სტივ ჯობსი ChatGPT-ზე (ნერვული ქსელით)
სიახლეები

ნახეთ როგორ საუბრობს სტივ ჯობსი ChatGPT-ზე (ნერვული ქსელით)

23/01/2023
177
iOS 16.3 მომავალ კვირაში გამოვა
სიახლეები

iOS 16.3 მომავალ კვირაში გამოვა

18/01/2023
574
Apple-მა დღეს შესაძლოა ახალი Mac-ები წარმოგვიდგინოს
სიახლეები

Apple-მა დღეს შესაძლოა ახალი Mac-ები წარმოგვიდგინოს

17/01/2023
65
MacBook Air-ი 15 წლის გახდა – „მსოფლიოში ყველაზე თხელი”
სიახლეები

MacBook Air-ი 15 წლის გახდა – „მსოფლიოში ყველაზე თხელი”

16/01/2023
32
Next Post
Apple-ის მეორე კვარტლის ფინანსური შედეგები

Apple მზად არის საგადასახადო პოლიტიკას გადახედოს

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG