თუ გინახავთ Senseg-ის ტაქტილური დისპლეი? გასული წლის დეკემბერში კომპანიამ წარმოგვიდგინა ეს საოცრება. ამ ეკრანში შუშაზე შეხებისა და ტექსტურის მოდელირებისათვის გამოყენებული იყო ელექტროსტატიკური ველი. ეს ტექნოლოგია ჯერ შორია კომერციული გამოყენებისაგან, თუმცა არსებობს სულ მცირე შანსი, რომ ეს გახდება iPad-ის კონკურენტების მკვლელი ფუქნცია.
როგორც Senseg-ის წარმომადგენელმა განაცხადა, ისინი არანაირ განცხადებას არ გააკეთებენ Apple-ის ღონისძიებამდე. კი მაგრამ, რა კავშირშია ეს კომპანია Apple-თან და მის ღონისძიებასთან? არსებობს მოსაზრება, რომ Senseg-ს პარტნოიორული ურთიერთობა აქვს ტაბლეტების მწარმოებელ კომპანიასთან კუპერტინოდან. და შესაძლოა სწორედ ამ ფუქნციას თვლის Apple ყველაზე მნიშვნელოვნად.
სპეციალური ღონისძიების დაწყებამდე სულ 4 საათი და 30 წუთი დარჩა. ჩვენ მალე გავიგებთ, ბოლო-ბოლო რას წარმოადგენს ახალი ტაბლეტი.
ამისათვის კი ვუსმენთ რადიო BeatFM-ს ტალღაზე 100.3 თუ რადიო-მიმღები არ გაქვთ, შევდივართ საიტზე:www.beatfm.ge მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, აუდიო ტრანსალციის გარდა, ჩვენ მოვამზადეთ ტექსტური ტრანალაციაც მისამართზე: www.go.ge/live გადაცემაში მოწვეულები არიან ცნობილი ქართველი მაკისტები, ჩემი აზრით ფრიად საინტერესო გადაცემა გველოდება.
წყარო: engadget.com