ჩვენი საყვარელი კომპანია მსოფლიოში ყველაზე ინოვაციურ კომპანიად მიიჩნევა, ის ანვითარებს ისეთ ტექნოლოგიებს, რომლებზეც მის კონკურენტებს არც კი უფიქრიათ. სხვა საკითხია ის რომ კომპანია ინოვაციურ პროექტებს ხშირად ყიდულობს. Apple-ი სხვებისგან განსხვავებით არ იპარავს ტექნოლოგიებს, თუმცა დროდადრო მას ამაში მაინც ადანაშაულებენ და ხშირად ცდილობენ უჩივლონ კიდეც. Apple-ი უბრალოდ პოულობს ისეთ სტარტაპებს, რომლებიც მათი აზრით პერსპექტიულია და უბრალოდ ყიდულობს მათ. ეს დაახლოებით 3-4 კვირაში ერთხელ ხდება.

ბოლო 6 წლის განმავლობაში Apple-მა 100-ზე მეტი კომპანია შეიძინა — წერს BBC-ს ჟურნალისტი ტიმ კუკის მითითებით. მისივე თქმით Apple-ი ამ ქმედებით მუდმივად იღებს არა მხოლოდ პერსპექტიულ ტექნოლოგიებს, არამედ ნიჭიერ თანამშრომლებსაც, რომლებიც ნელ-ნელა Apple-ის თანამშრომლები ხდებიან.
Apple-ს ხშირად ადანაშაულებენ მონოპოლიაში

ტიმ კუკის აზრით, Apple-ს ხშირად ადანაშაულებენ მონოპოლიაში, რადგან იგი შთანთქავს პატარა კომპანიებს და ზრდის თავის შესაძლებლობებს. მისი თქმით კუპერტინოში გაცილებით ნაკლებს ხარჯავენ ვიდრე მისი კონკურენტები, ამიტომ ბრალდებები უსაფუძვლოა.
მაგალითად: ისინი ყიდულობენ მსხვილ და უკვე შექმნილ საწარმოებს. Microsoft-მა LinkedIn იყიდა 26,2 მილიარდ დოლარად, Amazon-მა Whole Foods-ი 13,7 მილიარდ დოლარად, Facebook-მა კი WhatsApp-ი 19 მილიარდ დოლარად.
ერთ მომენტში Apple-ს „ჰქონდა შანსი გათანაბრებოდა ხარჯების მხრივ“ კონკურენტებს, მაშინ როცა ელონ მასკმა ტიმს Tesla-ს ყიდვა შესთავაზა. თუმცა ტიმი გაურკვეველი მიზეზების გამო კოლეგას ამ საკითხთან დაკავშირებით არც კი შეხვდა.
თუ ტიმი არ აირჩევს ამ პოლიტიკას, ის გარისკავს კომპანიის მომავალს, რამდენიმე დღიანი დაგვიანებაც კი შესაძლოა ახალი ტენდენციის გამოტოვებას ნიშნავდეს.