HomePod კონკურენტებისგან მარტივი გამოსარჩევია, არა მხოლოდ პროდუქტის პროგრამული უზრუნველყოფის ღრმა ოპტიმიზაციის გამო, არამედ მისი ხმის მაღალი ხარისხით — განაცხადა Tim Cook-მა Financial Post-თან ინტერვიუში.
მისი აზრით, ჭკვიანი სვეტი მხოლოდ თავისი ასისტენტობით არ უნდა იყოს გამორჩეული, მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, მუსიკალური მისიაა.
ჭკვიანი სვეტის მწარმოებელმა კომპანიებმა დაუშვეს შეცდომა, მათ დაავიწყდათ მისი ხმის ხარისხი — ამბობს კუკი. ეს მთელი ინდუსტრიის ხარვეზია, Apple ამის გამოსწორებას გეგმავს. მუსიკა აუცილებლად იმსახურებს რაღაც უფრო გონივრულს, ვიდრე ძველი რადიოა — აღნიშნავს გენერალური დირექტორი.
HomePod-ი Apple-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე განთავსდა, მისი გაყიდვები 9 თებერვალს დაიწყება — თავდაპირველად ის აშშ-ს Apple store-ებში გამოჩნდება, შემდეგ ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთში. ის მხოლოდ ინგლისურ ენაზე ისაუბრებს.
სარეკლამო ვიდეო რგოლი: https://www.apple.com/homepod/