GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

ტიმ კუკი განმარტავს თუ ვინ უნდა გადავიდეს iPhone-იდან Android-ზე

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
02/12/2021
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

გინახავთ ოდესმე თავად მწარმოებელს ერჩიოს კონკურენტის პროდუქტის შეძენა? — ალბათ არა. ეს ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ბაზრის კანონებს, არამედ საღ აზრსაც. ამის შეთავაზება მხოლოდ გიჟს შეუძლია. თუმცა, ტიმ კუკი სულელი არ არის. ის სულელისაგან ძალიან შორს არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ მიიყვანდა Apple-ს 2,5 ტრილიონი დოლარის კაპიტალიზაციამდე, რაც მას მსოფლიოში ყველაზე ძვირფას კორპორაციად აქცევს. ამის მიუხედავად, მან საკუთარ თავს უფლება მისცა გაეკეთებინა ის, რაც ზოგადად მანამდე არავის გაუკეთებია. მან ურჩია iPhone-ის მფლობელებს გადავიდნენ Android-ზე. 

ტიმ კუკის თქმით, iOS-ს მთავარი უპირატესობა ყველა სხვა პლატფორმასთან შედარებით, რომელიც დღეს ბაზარზე არსებობს, არის არა ინტერფეისის მოხერხებულობა, ინტუიციურობა და სიმარტივე, არამედ უსაფრთხოება. Apple-მა თავიდანვე დააპროექტა თავისი ოპერაციული სისტემა იმ ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ვინც მას იყენებს. ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რამაც შესაძლებელი გახადა ამის მიღწევა, არის App Store-ზე გვერდის ავლით აპლიკაციების ჩამოტვირთვის აკრძალვა. Android-ზე ასეთი შეზღუდვა არ არსებობს, ამიტომ მათ ვისაც ნებისმიერი ადგილიდან აპლიკაციების ჩამოტვირთვა სჭირდება, შეუძლიათ მარტივად გადაერთონ Google-ის მობილურ OS-ზე.

„კარგია რომ ხალხს არჩევანი აქვს. თუ გსურთ აპლიკაციების App Store-ზე გვერდის ავლით ჩამოტვირთვა, შეგიძლიათ შეიძინოთ Android სმარტფონი. არჩევანის უფლება ფუნდამენტურია და მისი გამოყენება შეგიძლიათ ტექნიკის მაღაზიაში შესვლისას. არ გინდათ აპლიკაციების ჩამოტვირთვა მხოლოდ App Store-დან? კარგი, გადადი ანდროიდზე, სერიოზულად ვამბობ. ნებისმიერი ადგილიდან აპლიკაციების ჩამოტვირთვის ნებართვა უდრის მანქანაში აირბალიშებისა და ღვედის გაუქმებას. ამ მექანიზმების გარეშე დღეს მანქანას ვერ ნახავთ. ძალიან სარისკოა. იგივე წესი უნდა მოქმედებდეს სმარტფონებზეც“

ტიმ კუკი
Tags: Apple
Previous Post

გიგანტი კომპანიების აქციები შემცირდა, Apple-ის კი მაინც იზრდება

Next Post

iOS 15.2 გვაჩვენებს აქვს თუ არა iPhone-ს ორიგინალი ნაწილები

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

iPhone 14 Pro-ს მინიმალური მეხსიერება 256GB იქნება
სიახლეები

iPhone 14 Pro-ს მინიმალური მეხსიერება 256GB იქნება

11/08/2022
0
როდის გამოვა iPhone 14 და რა ეღირება?
სიახლეები

როდის გამოვა iPhone 14 და რა ეღირება?

08/08/2022
0
Apple-ი Android-ის მომხმარებლებს iPhone-ზე გადასვლას უმარტივებს (ვიდეო)
სიახლეები

Apple-ი Android-ის მომხმარებლებს iPhone-ზე გადასვლას უმარტივებს (ვიდეო)

01/08/2022
0
Apple-მა გამოაქვეყნა მესამე ფინანსური კვარტლის შედეგები
სიახლეები

Apple-მა გამოაქვეყნა მესამე ფინანსური კვარტლის შედეგები

29/07/2022
0
რას ნიშნავს ეს შეტყობინება და როგორ უნდა მოვაგვაროთ
სიახლეები

რას ნიშნავს ეს შეტყობინება და როგორ უნდა მოვაგვაროთ

27/07/2022
0
Apple-მა ავტომობილთან დაკავშირებით 248 პატენტზე განაცხადა
სიახლეები

Apple-მა ავტომობილთან დაკავშირებით 248 პატენტზე განაცხადა

26/07/2022
0
Next Post
iOS 15.2 გვაჩვენებს აქვს თუ არა iPhone-ს ორიგინალი ნაწილები

iOS 15.2 გვაჩვენებს აქვს თუ არა iPhone-ს ორიგინალი ნაწილები

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG