ტიმ კუკის ხელმძღვანელობის პერიოდში, სტივ ჯობსის პერიოდთან შედარებით iOS-ის განახლებების სიხშირე 51%-ით გაიზარდა. ამის შესახებ VentureBeat-ი წერს, რომელიც კვლევას ClearSale-ის ექსპერტებთან ერთად ატარებს. ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ კომპანია მაღალი ტემპებით ვითარდება და ამასთანავე იმასაც, რომ ხშირად ჩნდება შეცდომები, რომლებიც საგანგებოდ განახლებას და გამოსწორებას საჭიროებს.
მოცემულ ფოტოში შეგიძლიათ დეტალურად იხილოთ პროცესები თუ როგორ იცვლებოდა სიტუაცია. პირველი ნახტომი 2013 წლის მეოთხე კვარტალში შეიმჩნევა, როდესაც კომპანია იძულებული იყო საგანგებო განახლება გამოეშვა, სადაც iOS 7-ის პრობლემები მოგვარდებოდა. ამის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა ოპერაციული სისტემის სახე და ეს განახლება ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო განახლებათ ჩამოყალიბდა.
მას შემდეგ რაც ოპერაციული სისტემის განახლებისას ძალიან ბევრი ფუნქციის დამატება ხდება, უფრო გართულდა დეველოპერებისთვის განკუთვნილ დროში შეცდომების პოვნა. ზუსტად აქედან გამომდინარეა გამოწვეული ის ფაქტი, რომ მომხმარებლებს რომლებიც ბეტა ვერსიებზე გადადიან, უწევთ ბევრი შეცდომების პოვნა.
ClearSale-ის ექსპერტების თქმით, სისტემაში ბევრი შეცდომების აღმოჩენა, არანაირად არ უკავშირდება აღმასრულებელ დირექტორს და ნებისმიერ შემთხვევაში კუკის მიერ შერჩეული სტრატეგია აღნიშნავს მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც კომპანიამ სწორედ ტიმ კუკის ხელმძღვანელობის დროს მიაღწია. ამას გარდა, სწორედ მისი ხელმძღვანელობით Apple-ის კაპიტალიზაციამ მიაღწია რეკორდულ ტრილიონ დოლარს და მისი აქციები ყოველწლიურად თავისივე რეკორდს აუმჯობესებს.