Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა შიდა ჩანაწერებში თანამშრომლებს განუმარტა თუ რატომ გადაწყვიტა HKmap.live-ის აპლიკაციის App Store-დან ამოღება.
HKmap.live მომიტინგეებმა ჰონგ კონგში პოლიციის ადგილსამყოფელისა და გადაკეტილი გზების გაგება მარტივად შეძლეს. ტიმი წერს რომ აპლიკაცია მომიტინგეებმა ასევე სხვა არაკანონიერი მოქმედებებისთვის გამოიყენეს.
Apple-მა ჰონგ კონგის ხელისუფლებასთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა რომ აპლიკაცია App Store-დან ამოეღო.
პრეტენზიით გამოეხმაურა ამ საკითხს ჩარლზ მოკი — საკანონმდებლო საკითხების მრჩეველი ჰონგ კონგში. მან ტვიტერზე დაწერა რომ იმედგაცრუებულია Apple-ის ამ გადაწყვეტილებით. [Bloomberg]