ტიმ კუკი მიიჩნევს, რომ თითქმის ყველას შეუძლია iPhone X-ის შეძენა. ამისთვის უბრალოდ საჭიროა თქვენი ხარჯები ზომიერად გადაანაწილოთ. მაგალითად იქ, როგორიცაა ყავის მაღაზიები და სწრაფი კვების ობიექტები. ამის შესახებ Apple-ის CEO-მ CNBC-თან ინტერვიუში ისაუბრა.
“უნდა გახსოვდეთ, რომ ბევრმა მომხმარებელმა ჩვენი iPhone-ები შეიძინა კრედიტით. თუ ფიქრობთ, რომ iPhone X-ის ფასი მაღალია, დაუფიქრდით და მიხვდებით, რომ მისი ფასი რამოდენიმე ვიზიტია კაფეში” — ტიმ კუკი.
iPhone X-ის შექმნის დროს, ჩვენი მიზანი არ ყოფილა ყველაზე ძვირადღირებული სმარტფონის შექმნა. ტიმ კუკის თქმით, iPhone-ის საცალო ფასი ასახავს მის ხარისხსა და ტექნოლოგიურ ინოვაციებს, რომელიც ადრე არ იყო ხელმისაწვდომი.
გარდა ამისა ტიმ კუკმა აღნიშნა, რომ ვაჭრობის პროგრამა, რომელიც ბევრ ქვეყანაშია ჩართული, ძალიან შეუწყობს ხელს მომხმარებლებსა და iPhone X-ის გაყიდვებს. ამ სისტემის მიხედვით, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ 350 დოლარამადე თქვენი ძველი iPhone-ის ჩაბარებისთვის და მიიღოთ ახალი iPhone X უფრო ნაკლებ ფასში ვიდრე ღირს.