მეგობრებო, გთავაზობთ მხიარულ ისტორიას ცოტათი სევდიანი ბოლოთი. მთავარ როლებში — იაპონური ბლოგის Macotakara დაბნეული ავტორები, The Loop-ის მთავარი რედაქტორი ჯიმ დალრიმპლი და ბლოგერი ჯონ გრუბერი.
ყველაფერი დაიწყო ტიპიური ინსაიდერული ინფორმაციით იაპონელებისაგან, რომ ვითომდა Apple აპირებს უახლოეს დროში ორი ღონისძიების მოწყობას. რომ ვითომდა პირველი (უცნაური) ღონისძიება ჩატარდება თებერვალში, ხოლო მეორე (ახალი პროდუქტებით) – მარტში. ამის გარდა მეტი არაფერი თქმულა.
რამდენიმე საათში ავტორიტეტულმა ჯიმ დალრიმპლმა გამოაქვეყნა მოკლე შეტყობინება:
დღევანდელი სიახლის ავტორებმა იაპონური ბლოგიდან აიღეს ჭორი, ვითომდა თებერვალში „უცნაური“ ღონისძიების მოწყობის შესახებ.
თუ ჩემს წყაროებს დავუჯერებთ, ამის მსგავსი არაფერი არ იგეგმება. თებერვალში არ იქნება ღონისძიება, არც უცნაური და არც სხვა რამ. სულ ესაა.
და აი აქ ჯონ გრუბერი ერთვება (ბლოგი Daring Fireball) საქმეში და ტვიტერში წერს შემდეგს:
როგორც ჩანს, დალრიმპლი შეცდა. მე ეს წუთია მივიღე მოსაწვევი თებერვლის პრეზენტაციაზე Apple-ისაგან: „უფეხსაცმლოდ, უპერანგოდ, უპრობლემოდ“.
Apple-ის PR-სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ისინი არ ხუმრობენ. ნებისმერი, ვინც მივა პერანგში, ან ფეხსაცმლით, არ შეუშვებენ ღონისძიებაზე.
რა უპასუხა დალრიმპლმა გრუბერის ამ ტვიტს? აი რა:
მე გამოგიგზავნე მოსაწვევი.
როდესაც კარგად ინფორმირებული ჟურნალისტები ცუღლუტობენ, ძნელია გაერკვე, სად სიმართლეა და სად — ტყუილი. კიდევ ერთხელ — არანაირი პრეზენტაცია არ იქნება თებერვალში. მარტში — შესაძლოა.
P.S. „No Shoes, No Shirt, No Problems“ — ქანთრის სტილში შესრულებული სიმღერაა კენი ჩესნისაგან: