GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

VLC-დამკვრელი Retina-ეკრანის მხარდაჭერით

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
01/07/2012
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
664
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

VLC დამკვრელი რომ ძალიან კარგი აპლიკაციაა, ამას წყალი არ გაუვა. მრავალი წელია ვსარგებლობ და კმაყოფილი ვარ. ერთი პერიოდი მისი განვითარება შენელდა და დადგა იმის საშიშორება, რომ საერთოდ შეწყდებოდა. საბედნიეროდ VLC-მ განაგრძო განვითარება და ახლა ერთ კარგ ფუნქციას გვთავაზობს, კერძოდ ახალი Macbook Pro-ს Retina ეკრანის მხარდაჭერას.

შეგახსენებთ, რომ VLC-ის მეორე ვერსია ამ წლის ზამთრის დასასრულს გამოვიდა. მასში განახლებული ინტერფეისი, Apple Remote დისტანციური პულტისა და Blu-Ray დისკების მხარდაჭერა, აგრეთვე დამატებითი ჩადგმების (Plugin) გამოყენების შესაძებლობა ვიხილეთ. და მრავალი სხვა განახლება.

ამ ახალ ვერსიაზე თუ ვისაუბრებთ, პირველ რიგში უნდა გამოვყოთ Retina-ეკრანის მხარდაჭერა ახალი Macbook Pro-სათვის. იხილეთ მოცემული სურათი და რომ იტყვიან, იგრძენით განსხვავება.

მაგრამ ეს არ არის ერთადერთი სიახლე: ახლა შესაძლებელია ახალი ფაილების სრულეკრანიან რეჟიმში გახსნა, მხარდაჭერილია Growl 1.3, შესაძლებელია ვიდეოს ყურება ცალკეულ ფანჯარაში მართვის დამატებითი ფანჯრების გარეშე, განახლებულია ინტერფეისი და ამოღებულია შრიფტების კეშირება (ძალიან მიშლიდა ნერვებს).

ასე რომ, დაბეჯითებით გირჩევთ გადმოწეროთ ეს შესანიშნავი დამკვრელი და ისარგებლოთ.

წყარო: VideoLAN.org

Tags: Mac
Previous Post

Adobe წყვეტს მობილური Flash-ის მხარდაჭერას Android 4.1-ში

Next Post

წელს iTunes-ს ახალი ინტერფეისი ექნება

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

WhatsApp macOS-ზე იღებს ახალ დიზაინს და მხარდაჭერას ჯგუფური ზარებისთვის
სიახლეები

WhatsApp macOS-ზე იღებს ახალ დიზაინს და მხარდაჭერას ჯგუფური ზარებისთვის

22/09/2023
18
სტივ ჯობსის მიერ დაწერილი Apple 1 ბროშურა 175000 დოლარად გაიყიდა
სიახლეები

სტივ ჯობსის მიერ დაწერილი Apple 1 ბროშურა 175000 დოლარად გაიყიდა

21/09/2023
28
ახალი USB-C კაბელები iPhone 15-დან იმუშავებს იმავე სიჩქარით, როგორც USB 2.0
სიახლეები

ახალი USB-C კაბელები iPhone 15-დან იმუშავებს იმავე სიჩქარით, როგორც USB 2.0

20/09/2023
19
Apple-მა წარმოადგინა ტიტანის iPhone 15 Pro და 15 Pro Max
სიახლეები

Apple-მა წარმოადგინა ტიტანის iPhone 15 Pro და 15 Pro Max

13/09/2023
201
Apple-მა წარადგინა iPhone 15 და iPhone 15 Plus Dynamic Island-ით
სიახლეები

Apple-მა წარადგინა iPhone 15 და iPhone 15 Plus Dynamic Island-ით

13/09/2023
131
რითი განსხვავდება iPhone 15 Pro – iPhone 14 Pro-სგან 
სიახლეები

რითი განსხვავდება iPhone 15 Pro – iPhone 14 Pro-სგან 

13/09/2023
1k
Next Post
[ეს დღე ისტორიაში] 2003 წლის 28 აპრილი

წელს iTunes-ს ახალი ინტერფეისი ექნება

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG