GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

watchOS 7 — რა არის ახალი

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
26/06/2020
in სიახლეები
Reading Time: 2 mins read
A A
0
328
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

Apple-მა წარმოგვიდგინა watchOS 7 – ახალი საოპერაციო სისტემა ორიენტირებულია ჯანმრთელობისა და ფიტნესის ფუნქციების გაუმჯობესებაზე, აგრეთვე გამარტივებულია საკომუნიკაციო საშუალებები.

ახალი Apple Watch Face-ები

watchOS 7-ში დაემატა უამრავი ახალი ფონი. ასევე გამარტივდა ახალი ფონების საკუთარი გემოვნებით მორგება. ახალი ფონების დაყენება უკვე პირდაპირ ბრაუზერებიდან იქნება შესაძლებელი — დეველოპერებმა Add Apple Watch Face ღილაკი უნდა დაამატონ. ასევე, ახლა უკვე შეგეძლებათ iMessage-ით გააგზავნოთ შექმნილი ფონები და მარტივად გაუზიაროთ სხვებს.

ვარჯიშების ახალი ტიპები

გამოჩნდა ახალი ტიპის აქტივობები: ფუნქციონალური ვარჯიშები, ცეკვა და გამძლეობის ვარჯიშები.

ასევე დაყოფილია ცეკვის სტილი, ესენია: ბოლივუდი, ლათინური, ჰიპ-ჰოპი და კარდიო ცეკვა.

გარდა ამისა, ცეკვის დროს შეგიძლიათ მოირგოთ Nike-ის სპეციალური ბოტასის მოდელი და სისტემა უფრო ზუსტად აღიქვამს თქვენს ნებისმიერ მოძრაობას.

Activity-ს აპლიკაციას შეეცვალა სახელი და გახდა Fitness-ი.

ძილზე თვალყურის დევნება

watchOS 7 შეისწავლის ძილის რეჟიმს და მოგცემთ რეკომენდაციებს, რა დროს არის უკეთესი რომ დაიძინოთ და გაიღვიძოთ.

ყოველ დილით, iPhone-სა და Apple Watch-ზე ნაჩვენები იქნება ძილის სტატისტიკა, იგი გაჩვენებთ არა მხოლოდ ღრმა ძილის სტატისტიკას, არამედ რა დროს ატარებთ ლოგინში.

საათს ასევე დაემატა მაღვიძარის ფუნქცია, რომელი შეეცდება ვიბრაციის საშუალებით გაგაღვიძოთ.

იმ დროს როცა საათზე ძილის რეჟიმს ჩართავთ, მოსული შეტყობინებები არ გამოჩნდება ეკრანზე.

ახალი ტექნოლოგია მიხვდება როდის დაიწყებთ ხელების დაბანას

watchOS 7 მიხვდება თუ როდის დაიწყებს მომხმარებელი ხელების დაბანას და ჩართავს 20 წამიან ტაიმერს.

თუ ხელების დაბანას დროზე ადრე დაასრულებთ, საათი გირჩევთ რომ განაგრძოთ.

Apple Watch-ი ასევე შეგახსენებთ რომ სახლში მისვლისას ყოველთვის უნდა დაიბანოთ ხელები.

მაღალი ხმის სიგნალიზაცია

ეს აპლიკაცია გაუფრთხილდება თქვენს ყურებს, როდესაც სისტემა გადაწყვეტს რომ მუსიკა ძალიან ხმამაღალზეა, ის გამოგიგზავნით გაფრთხილებას სიგნალიზაციის თანხლებით.

სხვა ცვლილებები

watchOS 7-ში გამოჩნდა Siri-ს თარჯიმანიც. watchOS 7-ის დაყენებას შეძლებთ შემდეგ მოდელებზე:

  • Apple Watch 3
  • Apple Watch 4
  • Apple Watch 5

watchOS 7-ის დაყენებისთვის აუცილებელია რომ თქვენი iPhone-ი iOS 14-ზე მუშაობდეს.

Tags: AppleWatchwatchOS
Previous Post

iPhone 12-ის 20 ვატიანი დამტენის პირველი ფოტოები

Next Post

iPhone-ი iOS 14-ზე უფრო ენერგოეფექტურია (ვიდეო)

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

ნახეთ როგორ საუბრობს სტივ ჯობსი ChatGPT-ზე (ნერვული ქსელით)
სიახლეები

ნახეთ როგორ საუბრობს სტივ ჯობსი ChatGPT-ზე (ნერვული ქსელით)

23/01/2023
167
iOS 16.3 მომავალ კვირაში გამოვა
სიახლეები

iOS 16.3 მომავალ კვირაში გამოვა

18/01/2023
560
Apple-მა დღეს შესაძლოა ახალი Mac-ები წარმოგვიდგინოს
სიახლეები

Apple-მა დღეს შესაძლოა ახალი Mac-ები წარმოგვიდგინოს

17/01/2023
64
MacBook Air-ი 15 წლის გახდა – „მსოფლიოში ყველაზე თხელი”
სიახლეები

MacBook Air-ი 15 წლის გახდა – „მსოფლიოში ყველაზე თხელი”

16/01/2023
31
Apple-მა iPhone 14 Pro-ს პრობლემა დაადასტურა და გამოსწორებაზე მუშაობს
სიახლეები

Apple-მა iPhone 14 Pro-ს პრობლემა დაადასტურა და გამოსწორებაზე მუშაობს

14/01/2023
427
რევოლუციის დასაწყისი – პირველი iPhone-ის დაბადება
სიახლეები

რევოლუციის დასაწყისი – პირველი iPhone-ის დაბადება

09/01/2023
98
Next Post
iPhone-ი iOS 14-ზე უფრო ენერგოეფექტურია (ვიდეო)

iPhone-ი iOS 14-ზე უფრო ენერგოეფექტურია (ვიდეო)

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG