გუშინ ყოველწლიურ ღონისძიებაზე WWDC 2012, Apple-მა გვამცნო ესოდენ ნანატრი განახლებების შესახებ თავის პროდუქტებში. მკითხველისათვის რომ უფრო მოსახერხებელი იყოს, ამ სტატიაში ჩვენ ზოგადად მიმოვიხილავთ მთლიანად ყველა პროდუქტს, ხოლო ცალკეულ სტატიებში დეტალურად მოგითხრობთ თითოეული მათგანის შესახებ.
მიხედავად იმისა, რომ ჩვენც, ქართველი მაკისტები ძალიან გახარებულები ვართ იმ სიახლეებით, რაც გუშინ ვიხილეთ, ოდნავ მაინც ჩაგვიშხამდა ღონისძიების ყურებით გამოწვეული სიამოვნება და აი რატომ.
ალბათ იცით, რომ GeMUG-მა, GO! Electronics-მა და რადიო BeatFM 100.3-მა მოვაწყეთ ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაცია რადიო-ეთერის მეშვეობით. სტუდიაში როგორც ყოველთვის შევიკრიბეთ მირიან ქორიძე, დავით მაჭახელიძე და თქვენი მონა-მორჩილი. მოწვეული სტუმრის სტატუსით თრანსლაციაში მონაწილეობდა ქართველი iOS-დეველოპერი ალექსანდრე ღლონტი.
ტრანსალციის დაწყებიდან სულ ცოტა ხანში, როდესაც ღონისძიებაზე გამოჩნდა App Store-ში ახალი ქვეყნების დამატების ინფორმაცია, შეცდომის გამო ჩავთვალეთ, რომ ამ სიას როგორც იქნა საქართველოც დაემატა. ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა სიხარული განვიცადეთ ამ ინფორმაციის მიღებისას. მაგრამ… მაგრამ ოდნავ მოგვიანებით ინფორმაციის დეტალური შესწავლის შედეგად მივხვდით, რომ შეცდომა დავუშვით. საქართველო, ირანის, ჩრდილო კორეისა და რამდენიმე სხვა საშინლად ჩამორჩენილი ქვეყნების გვერდით კვლავ App Store-ს მიღმა დარჩა. რას ვიზამთ, იმედიღა დაგვრჩა იმისა, რომ ოდესმე, ძალიან დიდი ხნის შემდეგ, ჩვენს გავხდებით დიდი და განვითარებული ოჯახის წევრები, ცივილიზირებული სამყარო რომ ჰქვია. ასეა თუ ისე, მანამდე ჩრდილო კორეის ბედი უნდა გავიზიაროთ.
მაგრამ მოდი დავუბრუნდეთ გუშინდელ ღონისძიებას. საქართველოს App Store-ში დამატება იქით იყოს და ამ საკითხის გარდა, ძალიან ბევრი სიახლე ვიხილეთ.
დარბაზი, სადაც ღონისძიება ტარდებოდა, ისე იყო გატენილი, რომ იტყვიან ნემსი არ ჩავარდებოდა — 6230 ადგილიდან ყველა დაკავებული აღმოჩნდა. დამსწრეთა შორის იყვნენ დეველოპერები, რომელთათვისაც მოეწყო ეს ღონისძიება.
ღონისძიება დაიწყო მცირე სტატისტიკური მონაცემებით. კერძოდ წლევანდელი კონფერენციას Apple-ის 1000 ინჟინერი მესახურება, რაც ნიშნავს მათი მხრიდან დამსწრეებისათვის ნებისმიერი დამხარების გაწევას უამრავ სემინარზე. ბილეთები ცოტა ხნის წინ გამოვიდა გაყიდვაში და ზუსტად 1 საათსა და 43 წუთში გაიყიდა სრულიად.
წარმოდგენა არატრადიციულად დაიწყო, ის დაიწყო Siri-მ, პერსონალურმა ასისტენტმა, რომელმაც ხუმრობა-ხუმრობით სამსუნგიც გაკენწლა და დამსწრეების ოვაციებიც დაიმსახურა. შემდეგ სცენაზე ამოვიდა Apple-ის გენერალური დირექტორი ტიმ კუკი. რაც მე პირადად შევამჩნიე, ბატონმა კუკმა პრეზენტაციის წაყვანისას ინტონაცია შეცვალა. ადრინდელ ღონისძიებებზე ის მონოტონურად და ცოტა არ იყოს, უინტერესოდ ყვებოდა ხოლმე სიახლეებზე. ახლა მის მეტყველებას ახალი ინტონაციები დაემატა, უფრო ემოციური. მაგრამ ცოტა ყალბი მეჩვენა ეს ინტონაცია, ხელოვნური. და სტივის წამბაძველობის სუნი უდიოდა ამ ყველაფერს.
App Store
პრეზენტაციის დასაწყისში საუბარი წავიდა App Store-ზე, რომელშიც უკვე 400 მილიონზე მეტი მომხმარებელია დარეგისტრირებული. ეს ითვლება მხოლოდ ისნი, ვისაც ანგარიშზე საბანკო ბარათი აქვს მიბმული, რამდენია კიდევ უბარათო კლიენტი? ალბათ ბევრი. App Store-ში განთავსებულია 650 ათასი აპლიკაცია, აქედან 225 ათასი მხოლოდ iPad-ისათვის. ჩამოტვირთვების საერთო რაოდენობამ 30 მილიარდს გადააჭარბა. მოდით თლიანად დავწეროთ — 30 000 000 000.
დეველოპერებზე გადახდილი თანხის ოდენობა 5 მილიარდი გახლავთ. ანუ ეს ნიშნავს რომ App Store-ში საერთო ჯამში 7 მილიარდი აპლიკაციებია გაყიდული. App Store ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია მსოფლიოს 120 ქვეყანაში და წელს კიდევ 35 ქვეყანა დაემატება, მათ შორის „დიქტატორული“ ბელარუსი და ასევე აზერბაიჯანი. საქართველო, როგორც უკვე ზემოთ მოგახსენეთ, ამ სიაში არ არის. სამაგიეროდ, ამასაც შეგახსენებთ კვლავ, ჩვენ ირანთან და ჩრდილო კორეასთან ერთად ვართ „კეთრიანთა“ სიაში.
ნოუთბუკები
ძალიან დიდი ცვლილებებია ნოუთბუკების ხაზში. ბევრი განახლებები და ერთი სრულიად ახალი, ფანტასტიური პროდუქტი. მაგრამ მოდით ყველაფერზე თანმიმდევრობით ვისაუბროთ.
განახლდა Macbook-ების ორივე ხაზი — Macbook Air-იც და Macbook Pro-ც.
ახლა Macbook Air-ში ჩაყენებული იქნება Intel-ის ახალი პროცესორები Ivy Bridge 3.2 გჰც სიხშირით, ხოლო გრაფიკული ქვე-სისტემის წარმადობამ 60%-ით იმატა. ამის გარდა ხელმისაწვდომია კომპიუტერში 512 გბაიტიani SSD-დამგროვებლის დაყენება. ახალ Air-ში დამატებულია USB 3.0-ის მხარდაჭერა, რაც ფრიად მოულოდნელი იყო პირადად ჩემთვის.
ახლა ფასებზეც ვისაუბროთ:
13 დუიმიანი მოდელი ტრადაციულად 100 დოლარით მეტი ღირს. ორთავე მოდელის შეკვეთა უკვე დღესვეა შესაძლებელი.
Pro სერიის ხაზი ასევე განახლდა და ასევე გადავიდა Ivy Bridge პროცესორებზე. ახლა Macbook Pro-ში ჩაყენებული იქნება Intel i7 ტაქტური სიხშირით 2.7 გჰც. 15 დუიმიან Macbook Pro-ში ასევე განახლდა გრაფიკული ქვე-სისტემა — GeForce 650M Keppler.
კვლავ ფასები:
17 დუიმიანი მოდელზე საერთოდ არ იყო საუბარი. სავარაუდოდ ისინი წარმოებიდან მოხისნება.
ახალი MacBook Pro
ახლა მივადექით გუშინდელი ღონისძიების ყველაზე საინტერესო პროდუქტს, ახალ Macbook Pro-ს.
უკვე არსებული მოდელების განახლების გარდა, Apple-მა წარმოგვიდგინა კარდინალურად ახალი პორტატული კომპიუტერები, რომლებსაც საოცარი მახასიათებლები გააჩნიათ!
Apple აცხადებს, რომ ახალი Macbook Pro ისეთივე თხელია, როგორც Air. ოღონდ ამის გარდა ამ ნოუთბუკებში Retina-ეკრანია დამატებული. გარჩევადობა? ჰეჰ, 2880×1800 წერტილზე. ფანტასტიურია, მეტი რა მეთქმის.
პიქსელების საერთო რაოდენობა ახალ Macbook Pro-ში 5 მილიონზე მეტია, ხოლო კვადრატულ დუიმზე 220 წერტილი. ამის გარდა, ახალი MacBook Pro-ს ყველაზე მაღალი გარჩევადობა აქვს კონკურენტ ნოუთბუკებთან შედარებით. Apple-მა აგრეთვე აღნიშნა, რომ მათ შეძლეს ეკრანიდან ასხლეტილი შუქის 75%-ით შემცირება.
OS X Lion-ის აპლიკაციები ასევე განახლებულია სპეციალურად ამ ეკანისათვის, რათა ასეთი გარჩევადობის ეკრანზე ღირსეულად გამოჩნდეს. Adobe, Blizzard უკვე მუშაობენ, რათა მათი პროდუქტები ითვალისწინებდნენ ახალი ეკრანის გარჩევდობას.
ოპერატიული მეხსიერება ახალ მოდელში მაქსიმუმ 16 გბაიტია გათვალსიწნებული, 7 საათი ავტონომური მუშაობა და 768 გბაიტი SSD-დისკი.
ახალი MacBook Pro Apple-ის პირველი კომპიუტერია, რომელშიც წარმდოგენილია HDMI-პორტი. ასევე ჩადგმულია ორი ცალი Thundebolt-პორტი და მხარდაჭერილია USB 3.0 პორტის მხარდაჭერაც. თუ თქვენ გჭირდებათ Ethernet, ან FireWire 800 პორტების მხარდაჭერა, არც ეს იქნება პრობლემა — სპეციალური გადამყვანები გამოდის გაყიდვაში, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია Thunderbolt-ის გადაყვანა ამ პორტებზე. ასევ უნდა აღინიშნოს FaceTime HD ვიდეო-კამერა, Bluetooth 4.0 და ორმაგი მიკროფონი.
OS X
დღეისათვის მაკ-მომხმარებელთა არმია 66 მილიონ ადამიანს ითვლის, რაც სამჯერ მეტია, რაც ხუთი წლის წინ იყო. Apple-ის ზრდა ნამდვილად შთამბეჭდავია. გუშინდელ ღონისძიებაზე Apple-მა წარმოადგინა ახალი OS X, Mountain Lion. აპლიკაციები Notes, Messages, Reminders გადმოტანილია iOS საოპერაციო სისტემიდან და შესანიშნავად მუშაობს.
Apple დაამატა იმ ფაილებთან მუშაობის ახალი ინტერფეისი, რომლებიც „ღრუბელშია“ განთავსებული. „ღრუბლის“ მხარდაჭერა მიიღეს აგრეთვე აპლიკაციებმა Keynote, Preview, TextEdit და Pages. iCloud-ით დღეს სარგებლობს 125 მილიონი ადამიანი და Apple ამით ნამდვილად ამაყობს.
Siri ნელ-ნელა შემოდის კომპიუტერებში. მართალია ჯერ მხოლოდ მისი შეკვეცილი ნაწილი Dictations.
განახლდა აგრეთვე ბრაუზერი Safari, რომელიც ნელ-ნელა ემსგავსება Chrome-ს — ერთი და იგივე ზოლში შესაძლებელი იქნება როგორც საიტის ვებ-მისამართის ჩაწერა, აგრეთვე საძიებო სიტყვებით ძებნაც.
ახალ Safari-ში გახსნილი ჩანართები დასინქრონდება მოწყობილობებს შორის iCloud-ის მეშვეობით. ანუ შეგვიძლია საიტის კითხვა დავიწყოთ მაგალითად iPad-ზე და მერე განვაგრძოთ Macbook-ზე.
ახალ საოპერაციო სისტემაში დმაატებულია რეჟიმი „Power Nap“, რომელიც თქვენს კმპიუტერს საშუალებას მისცემს საქმის კურსში იყოს არსებული სიახლეების შესახებ ძილის რეჟიმშიც კი. Power Nap შეაგროვებს ფოსტას, განაახლებს Photo Stream-ს, შექმნის სამარქაფო ასლებს, დააყენებს სისტემუ განახლებებსა და განახლებებს App Store-დან მანამ, სანამ კომპიუტერი ძილის რეჟიმში იმყოფება.
ასევე პრეზენტაციაზე წარმოადგინეს AirPlay Miroring-ის შესაძლებლობა კომპიუტერებზე — ახლა თქვენ შეგიძლიათ სარკისებურად გადაიტანოთ თქვენი მაკის ეკარნი 1080p ტელევიზორზე, ან პროექტორზე AppleTV-ის მეშვეობით.
Game Center ასევე მოვიდა მაკზე და მასთან ერთად კროსპლათფორმული გეიმინგის შესაძლებლობაც. მოთამაშეებს შეეძლებათ ითამაშონ iPad-ზე და Macbook-ზე ერთდროულად და ერთმანეთს შეერკინონ.
OS X Mountain Lion ხელმისაწვდომი იქნება ივლისში 19.99 დოლარად.
iOS
მარტის ბოლოსთვის მსოფლიოში დარეგისტრიებული იყო 360 მილიონი iOS-მოწყობილობა. iOS 5-ზე გადავიდა მომხარებელთა 80%. საინტერესოა, რომ კონკურენტ პლათფორმაზე, Android-ში უახლეს ვერსიაზე მომხმარებელთა მხოლოდ 7%-ია გადასული. არცაა გასაკვირი, პლათფორმის უსაშველო ფრაგმენტაცია ხელს ვერ უწყობს განახლებების დროულ გამოსვლას.
iMessage-ში ამ დროისათვის 140 მილიონი მომხმარებელია რომლებმაც უკვე გააგზავნეს 150 000 000 000 შეტყობინება და ყოველდღიურად მილიარდს ამატებენ. თავის მხრივ Twitter-მაც გაზარდა თავისი წილი iOS-მომხმარებელთა შორის სამჯერ. გაგზავნილია 10 000 000 000 ტვიტი, ხოლო ფოტოების 47% ტვიტერში iOS-მოწყობილობებიდან მიდის.
iOS 6-ში დამატებული იქნება 200 მეტი ფუქნცია, როელთა შორისაა Siri-ს დამატებითი ფუნქცია, ტვიტების ხმით გაგზავნა, ახალი ენების მხარდაჭერა და ავტომობილთან ინტეგრაცია.
ჰო! Siri იქნება iPad-ზე! ეს მე ძალიან გამიხრდა, ცოტა ხანში უნდა შევიძინო ახალი iPad და ნამდვილად არ გვაწყენს ასეთი ჭკვიანი ასისტენის არსებობა მოწყობილობაში.
Facebook-ის მჭიდრო ინტეგრაცია არის გათვალისწინებული iOS-ის ახალ ვერსიაში, ისევე როგორც ეს ადრე მოხდა Twitter-ის შემთხვევაში.
ტელეფონის აპლიკაცია ასევ განახლდა და ახლა მხარს უჭერს სწრაფი შეტყობინებების გაგზავნას შემოსული ზარის სანაცვლოდ, ან შეგახსენებთ, რომ საჭიროა კონკრეტულ აბონენტთან გადარეკვა. კარგი ფუნქცია დაემატა ტელეფონს, რეჟიმი „Do Not Disturb“, ანუ ტელეფონი მიიღებს ყველა შეტყობინებასა და ზარს, მაგრამ თქვენ არ შეგაწუხებთ.
FaceTime ხელმისაწვდომი გახდა 3G და 4G ქსელების გავლით. Apple მიდის Apple ID-ისა და სატელეფონო ნომრის უნიფიკაცისაკენ, ახლა iMessage ასევე გახდება ტეელფონის ნომრის ნაწილი, ხოლო Mobile Safari მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ატვირთოს ფოტოები საიტზე.
აპლიკაციაში Mail.app დაემატება VIP-კატეგორია, რომელშიც დაგროვდება მნიშვნელოვანი პირებისაგან მიღებული წერილები. ელფოსტის აპლიკაციაში წერილების შემოწმების ახალი მეთოდი შემოიღეს, „Pull to update“, რაც უდაოდ გვახარებს.
დამატებულია ახალი სისტემური აპლიკაცია Passbook, რომელიც განკუთვნილია ბილეთების მონაცემების დაგროვებისათვის. ვინც ბევრს მოგზაურობს, ნადვილად გამოდგება ეს აპლიკაცია.
რათქმაუნდა ჩვენ ძალიან ველოდით ახალი რუკების დამატებას iOS-ში და Apple-მა არ გაგვიცრუა იმედები. ახალი ინტერფეისი, ნავიგაცია, ინტეგრაცია Siri-სთან — ყველაფერი ეს არის. არის აგრეთვე 3D-რეჟიმი. შეგიძლიათ ატრიალოთ გამოსახულება, აირჩიოთ ხედვის კუთხე და ა.შ.
აი, რაზეც მინდოდა მესაუბრა ამ ზოგად მიმოხილვაში. რათქმაუნდა ყველაფერზე და დეტალურად ვერ შევძელი საუბარი. მაგრამ ამისათვის ცოტა ხანში დავიწყებ დეტალური სტატების დადებას ბლოგში კონკრეტული პროდუქტების დეტალური აღწერილობით.
წყარო: apple.com