თითქმის 2 თვის წინ ჩატარდა კომპანია ეფლის ყოველწლიური ღონისძიება WWDC 2016. მოდი ვნახოთ, თუ რა სიახლეები შემოგვთავაზა ერთი ხილის კომპანიამ წელს როგორც დეველოპერებს, ასევე რიგითი მომხმარებლებს. ღონისძიება გაიმართა არა Moscone Center-ში, როგორც ჩვეულებრივ, არამედ Bill Graham Auditorium-ში — სან ფრანცისკოს ისტორიულ შენობაში. როგორც წესი, აქ წარმოადგენენ ხოლმე სამომხმარებლო სიახლეებს, მაგრამ ამჯერად აქცენტი დეველპპერებზე იყო გადატანილი. და კვლავ, დარბაზში სესასვლელი რიგი ერთი დღე-ღამით ადრე უნდა დაგეკავებინათ, დარბაზში კარგი ადგილების მოსაპოვლებლად.
ახლა გადავხედოთ ყველა იმ სიახლეს, რაც წარმოგვიდგინეს ამ ღონისძიებაზე.
tvOS
უნდა ითქვას, რომ ამ საოპერაციო სისტემისათვის ყველაზე ნაკლები სიახლე იყო წარმოდგენილი. პლათფორმაში უბრალოდ გაასწორეს ის, რაც თავიდანვე მომხმარებელთა გაღიზიანებას იწვევდა:
- როგორც იქნა დაამატეს Single Sign-On აპლიკაციებისათვის, რათა საჭირო აღარ გახდეს მუდმივი ავტორიზაცია ბრაუზერში და პაროლების შეტანა;
- ინტერფეისში შესაძლებელია ღამის რეჟიმის ჩართვა;
- სხვა მოწყობილობბზე App Store-ში ნაყიდი აპლიკაციები ავტომატურად ჩაიტვირთება AppleTV-ში;
- Siri-მ ისწავლა ზოგიერთ აპლიკაციაში ძებნა, მაგალითად YouTube-ში;
- ცვლილებები შეეხება აგრეთვე თამაშებს, შესაძლებელი იქნება 4 გარე კონტროლერის მიერთება;
- აპლიკაცია Remote iPhone-ისათვის გადაკეთდება და გარეგნულად დაემსგავსება Siri Remote-ს;
- AppleTV-დან შესაძლებელი იქნება სახლის ჭკვიანი მოწყობილობების მართვა, რომლებიც HomeKit-ით მიუერთდებიან ერთიან ქსელს, ხოლო უშუალოდ სატელევიზიო კონსოლი შეასრულებს ჰაბის ფუნქციას.
watchOS
კორპორაციამ სერიოზული სამუშაოები ჩაატრა ჭკვიანი საათის გაუმჯობესების მიმართულებით.
- ამიერიდან აპლიკაციები მყისიერად გეშვება. რასაკვირველია, ეს ეხება იმ სერვისებს, რომლებიც სისტემამ განსაზღვრა, როგორც პრიორიტეტული და წინასწარ მოამზადა, მაგრამ სიჩქარე მართლაც შთამბეჭდავია — განსაკუთრებით 5-10 წამიან დაკარგულ დროზე watchOS 2-ის შემთხვევაში.
- გვერდითა ღილაკი ახლა გვიჩვენებს არა უაზრო წრეს მეგობრების სახელებით, რომლებსაც შეგიძლია გულისცემა გაუგზავნო, არამედ სრულფასოვან Dock-ს, სადაც განთავსებულია აპლიკაციები. ყველა ეს აპლიკაცია ე.წ. „ცხელ“ მდგომარეობაში იქნება, ხოლო ეკრანული სურათები ყოველთვის აქტუალურ ინფორმაციას გამოსახავენ. ეს სერვისი ასევე ჩაანაცვლებს Glances, რომლის მუშაობის სიჩქარე არ იყო მაღალი.
- Glances-ის ნაცვლად დარჩება Control Center, ისევე როგორც აიფონში.
- ტექსტის შესატანად ხელმისწავდომი იქნება ასოების მოხაზულობა Scribble, რომელიც ჯერ კიდევ 1993 წელს იყო გამოყენებული Apple Newton-ში. იდეა ახალი არ არის, რეალიზაციას ჯერ ბევრ კითხვას ბადებს.
- Apple-მ სერიოზულად გააუმჯობესა შშმ პირებისთვის ჭკვიანი საათის გამოყენების შესაძლებლობა, კერძოდ ეტლით მოსარგებლე პირებისათვის. ახლა მათი გადაადილენა დათვლილი იქნება და ასახული Activity-ში.
- და საკმაოდ უცნაური აპლიკაცია Breathe. მისი საშუალებით ჩაატაროთ სუნთქვითი ვარჯიშები.
macOS
OS X-ს სახელი გადაარქვეს და ახლა მას macOS ქვია. ვერ ვიტყვით, რომ ეს საიდუმლო იყო, პრეზენტაციამდე რამდენიმე ხნით ადრე უკვე ვიცოდით ამის შესახებ. ასეა, თუ ისე, საოპერაციო სისტემის ახალი ვერსიის სრული სახელი იქნება macOS Sierra 10.12. და თუ მობილურ პლათფორმებში უდიდესი კონკურენციაა გაჩაღებული ანდროიდსა და iOS შორის, სამაგიდე სისტემების სეგმენტში პირველ ადგილზე უდაოდ macOS-ია.
- კვლავ გრძელდება Continuity-ის თემა: ახლა მაკს ავტომატურად შეუძლია განბლოკოს ეკრანი, როდესაც მას მფლობელი მიუახლოვდება აიფონით, ან Apple Watch-ით.
- გაცვლის ბუფერი იმუშავებს ყველა მოწყობილობას შორის. განსაკუთრებით კარგად გამოიყურება ეს სურათების კომპირების შემთხვევაში.
- iCloud Drive იმუშავებს ყველა აპლიკაციისათვის და არა მარტო Mac Appstore-ში ხელმოწერილებითვის.
- ვინაიდან მომხმარებელთა სულ უფრო დიდი ნაწილი იხდის ღრუბლოვანი სერვისის საფასურს, Apple-ში მოიფიქრეს რეჟიმი Optimize Storage — როდესაც სისტემა თვითონ წყვეტს, თუ რა შეინახოს iCloud-ში, ხოლო რა დატოვოს დისკზე. უნდა ითქვას, რომ საკმაოდ დიდი ადგილი თავისუფლდება ამით.
- ApplePay სრულფასოვნად იმუშავებს macOS-ზე. შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ელექტრონული გადახდების განხორციელება Siri-ს საშუალებით. ხოლო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს TouchID აიფონის, ან Apple Watch-ის საშუალებით.
- macOS-ში გაჩნდა სისტემური ჩანართები. გვპირდებიან, რომ ისინი იქნება ყველა აპლიკაციაში, როგორც ეფლის დაწერილი, ასევე მესამე კომპანიების აპლიკაციებში.
- ვიდეოსათვის ხელმისაწვდომი გახდება Picture-in-Picture რეჟიმი, როგორც ეს აიპედზეა.
- და რასაკვირველია ძირითადი სიახლე — Siri მაკზე. მას იგივე შეუძლია, რაც iOS-ს და ფაილებთან ურთიერთქმედებაც შეეძლება: ძებნა, დაფილტვრა და ა.შ.
iOS 10
ყველაზე მეტი განახლება ტრადიციულად iOS-ზე შემოგვთავაზეს. აშკარად ჩანს, რომ აქ ყველაზე დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობს კლიენტის გულის მოსაგებად, რასაც აუცილებლად მივყავართ გაუმჯობესებამდე და ხანდახან კურიოზულ სერვისებამდეც.
- პირველად, iOS7-ის ანონსის შემდეგ მოხდა ცვლილებები ინტერფეისში. ახლა შეტყობინებები გამოიყურება და მუშაობს ისე, როგორც ეს უნდა იყოს რეალურად, მხარდაჭერილია გარე აპლიკაციების ინტერფეისის კომპონენტები. დაბლოკვის ეკრანი და ხელსაწყოთა პანელი განახლებულია, აგრეთვე შესაძლებელი იქნება სისტემური აპლიკაციების წაშლა და კვლავ დაყენება საჭიროების შემთხვევაში.
- Siri ახლა გახსნილია დეველოპერებისათვის, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სერვისებთან წვდომა ხმოვანი ბრძანებებით. სამწუხაროდ ინფორმაცია ჯერ ცოტაა, თუმცა სასწულს არ უნდა ველოდეთ — ეს სერვისი წინასწარ განსაზღვრული დომენებისათვის იმუშავებს (შეკვეთების მიღება, შეტყობინებების გაგზავნა, ფიტნესი და ა.შ.) და მორგება მხოლოდ ძალიან ვიწრო ჩარჩოებში იქნება შესაძლებელი. მოკლედ, სრულფასოვან ხელოვნურ ინტელექტს მანქანური სწავლებით არ უნდა ველოდეთ, დეველოპერები მხოლოდ ლექსიკონს ქმნიან და აწვდიან ვიზუალურ ინტერფეისს.
- არის მოლოდინი, რომ ეფლი გამოტოვებს „მორიგ რევოლუციას“, რასაც ხელოვნური ინტელექტისათვის მანქანური სწავლება ქვია. გუგლისაგან განსხვავებით აქ მეტი ყურადღება აპარატურულ ნაწილსა და იუზაბილითის ეთმობა. თუმცა ამჯერად სიახლეთა ნაწილი საკმაოდ თანამედროვედ გამოიყურება: Siri უკვე დამატებულია კლავიატურაში და სასარგებლო რჩევებს აძლევს მფლობელს, აანალიზებს აპლიკაციებს და გამოაქვს კონტექსტყრი ქმედებები — მოკლედ იქცევა ისევე, როგორც Google Now.
- ფოტო აპლიკაცია იგივეს აკეთებს რაც Google Photos, ამოიცნობს სიუჟეტებს, სახეებსა და ობიექტებს.
- რუკების სისტემური აპლიკაციაში შესაძლებელი გახდა საკუთარი კომპონენტების დამატება: მაგალითად, ტაქსის გამოძახება, ყვავილების შეკვეთა და ა.შ. ეს ხორციელდება NSUserActivity და AppExtensions კომპონენტების საფუძველზე. ისევე რგოროც Spotlight-ში, Siri-ში და სხვა ადგილებში iOS 10-ში.
- ჩემი საყვარელი ფუნქცია — VoIP აპლიკაციებს (Skype, Viber და ა.შ.) საშუალება ექნებათ ჩაჯდნენ ნომრის აკრეფის სისტემურ დიალოგურ ფანჯარაში, კონტაქტებში, დარეკვის ისტორიაში და ა.შ. როგროც თავის დროზე მესენჯერებმა ჩაანაცვლეს SMS, VoIP-იც ასევე ჩაანაცვლებს ხმოვან გამოძახებებს.
- ეფლმა ვერ შეძლო თავი შეეკავებინა და ასევე ათასგვარი სიახლე დაამატა თავის iMessage-ში. ამ სიახლის დეტალურ გარჩევას ცალკე სტატიას დავუთმობთ უახლოეს დროში, უბრალოდ მცირე ინფორმაციით შემოვიფარგლები: დაემატა სტიკერები, ანიმაცია და სრულეკრანიანი ეფექტები, ემოჯი და სიტყვების ავტოშეცვლა ემოჯიზე, ბმულების დაფორმატება და წინასწარი დათვალიერება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი — საკუთარი აპლიკაციების დამატება მესინჯერში. დიახ, გაფართოებების საშუალებით. მაგალითად, შესაძლებელი იქნება ფულის გაგზავნა ჩეტით, ანდა რესტორნის ერთობლივი არჩევა. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოდ გამოიყურება. აქვე იმალება ასევე მთავარი მინუსიც: ეს პალიკაცია ანდროიდზე არ გამოვა. არადა ამის მოლოდინები იყო.