iOS 13 მუქი თემით, Apple-ის ავტორიზაციის სისტემა, ახალი საოპერაციო სისტემა iPadOS პლანშეტებისათვის, iOS-აპლიკაციების გადატანის შესაძლებლობა macOS-ზე, ახალი Mac Pro, 6K-მონიტორი და iTunes-ის სიკვდილი.
პროგრამული უზრუნველყოფის განახლება
iOS 13
- FaceID-ის საშუალებით განბლოკვა აჩქარდა 30%-ით
- განახლების ზომამ 50%-ით იკლო, ხოლო აპლიკაციების — 60%-ით
- აპლიკაციების გაშვების სისწრაფემ იმატა ორჯერ
- iOS 13-ში დაემატა მუქი თემა — ის იმუშავებს როგორც iPhobe-ში, ასევე iPad-ზეც. მუქი თემა ცვლის არა მარტო სისტემის გარეგან სახეს, ასევე აპლიკაციებსაც — მაგალითად შენიშვნების, შეტყობინებების, კალენდრის და სხვების
- კლავიატურას დაემატა ტექსტის აკრეფა სვაიპების საშუალებით
- განახლდა რუკები: გაუმჯობესებულია დეტალიზაცია, დამატებულია პანორამული ხედი. 2019 წელს განახლდება აშშ-ს ტერიტორია, ხოლო 2020-ში — „ზოგიერთი სხვა ქვეყანა“
- Apple-მა წარმოადგინა ავტორიზაციის საკუთარი სისტემა — iCloud-ის საშუალებით, ან ანონიმურად, ნამდვილი ელფოსტის მისამართის დამალვის გზით. იქ, სადაც ავტორიზაციისას საჭიროა ელფოსტა, მომხმარებელს შუძლია დააგენერიროს შემთხვევითი საფოსტო მისამართი, რომლიდანაც Apple გადაამისამართებს ფოსტას ნამდვილ მისამართზე
- Apple-ის ავტორიზაციის სისტემა იმუშავებს ნებისმიერ პლათფორმაზე, PC-ის ჩათვლით. მხადაჭერილი იქნება Face ID და Touch ID
- გაჩნდა ახალი Memoji სტიკერები, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება იმ მოდელებში, სადაც არ არის TrueDepth კამერა
- გაუმჯობესდა ფოტო აპლიკაცია: პორტრეტების შექმნა თეთრ ფონზე, გამოსახულების პარამეტრების უკეთესი რეგულირება, ვიდეოს ამოტრიალების შესაძლებლობა. შეიცვალა აპლიკაციის გარეგანი სახე, გაჩნდა დროის მიხედვით დაჯგუფება
- Siri გაუმჯობესდა: შედსაძლებელია შემომავალი შეტყობინებების მოსმენა AirPods-ზე, მუსიკის გაზიარება სხვის AirPods-ზე, ინტერნეტ-რადიო სადგურების ტრანსლაციების მხარდაჭერა
- ახლა Siri-ს შეუძლია შეტყობინების ტექსტის წაკითხვა
- ახალი შეტყობინებების აპლიკაცია — ის გაყოფილია რამდენიმე არედ: ამოცანები, რომლებიც შესასრულებელია დღეს, დაგეგმილი საქმეები და ა.შ.
ცნობილი წვრილმანი ცვლილებები
- Apple Music-ში გაჩნდა კარაოკეს რეჟიმი, აგრეთვე Dolby Atmos-ის მხარდაჭერა
- Apple Books-ში დამატებულია კითხვის მოტივაციის სისტემა
- უცხო ნომრებისათვის შესაძლებელია ზარის გამორთვა, იგივე ვრცელდება ელფოსტის მისამართებისათვის
- კონკრეტული აპლიკაციებისათვის შესაძლებელია ენის არჩევა
- ამიერიდან შესაძლებელია დიდი ზომის აპლიკაციების მობილური ინტერნეტით ჩამოტვირთვა, 150 მბაიტიანი შეზღუდვა მოიხსნა
- ერთდროული ზარები ორ სიმიან რეჟიმში
- სხვადასხვა ზომის ეკრანების მხარდაჭერა CarPlay-ში და ვიდეოს გადაცემა ავტომობილის ეკრანზე
- Apple ID ბიზნესისათვის
- Wi-Fi ქსელის არჩევა მართვის პანელიდან
- კონტაქტებში ჭდეები ჯგუფებისათვის
- მაუსის მხარდაჭერა ტელეფონებში და პლანშეტებში
iPadOS
- iOS 13-იდან მოყოლებული, iPad-ის საოპერაციო სისტემას სახელი გადაერქვა და iPadOS ქვია
- iPadOS მხარს უჭერს ვიჯეტებს iPad-ის მთავარ ეკრანზე
- iPadOS მხარს უჭერს SD-ბარათებს, USB გარე დისკებს
- საიტები Safari-ში ნაგულისხმევად საიტის სრულ ვერსიას ჩამოტვირთავს, გაჩნდა მალსახმობები, ფაილების ჩამოტვირთვის მენეჯერი და „სხვა ცვლილებები“
- iPadOS-ში შეიცვალა მუშაობა მრავალამოცანიანობის რეჟიმში: შესაძლებელია ერთი აპლიკაციის რამოდენიმე ფანჯრის გახსნა, მაგალითად Word-ის 2 დოკუმენტის გახსნა და ა.შ.
- შიგთავსის კოპირება, ჩასმა და გაუქმება შესაძლებელია სამი თითის კომბინაციის ჟესტით
- ასევე პლანშეტში დაემატება კალკულატორი
macOS 10.15
- სამაგიდე საოპერაციო სისტემის ახალი სახელია — macOS Catalina
- iTunes დაიშლება სამ დამოუკიდებელ აპლიკაციად „მუსიკა“, „პოდკასტები“ და „TV“
- მობილურ მოწყობილობებთან სინქრონზიაცია ამიერიდან Finder-ის საშუალებით მოხდება. iPhone-ის კომპიუტერთან მიერთებისას სისტემა iTunes-ს აღარ გაუშვებს
- გაერთიანდა Find my Friends და Find My iPhone აპლიკაციები და ჰქვია Find My. ის აგრეთვე საშუალებას იძლევა მოვიძიოთ დაკარგული, ან მოპარული მოწყობილობა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არ არის Wi-Fi, ან მობილური კავშირი
- ამიერიდან შესაძლებელია iPad-ის გამოყენება როგორც გარე ეკრანი macOS-მოწყობილობისათვის
- ხმით მართვა შშმ პირებისათვის
- Activation Lock იმ მოწყობილობებისათვის, რომლებიც აღჭურვილია T2 ჩიპით — ეს ფუნქცია საშუალებას იძლევა სრულიად დაბლოკოთ მოწყობილობა, რათა ისეთ საბაზო ფუქნციებში, როგირცაა კომპიუტერის ჩატვირთვა, საჭირო იყოს მფლობელის პირადი თანხმობა
- macOS-ში დაემატა ფუქნცია „ეკრანული დრო“, აპლიკაცია Find Me და Siri Shortcuts
- macOS-ის ძირითადი ცვლილებები — ტექნოლოგია Project Catalyst, რომელიც iOS დეველოპერებს საშუალებას მისცემს შედარებით სწრაფად და მარტივად გადააკეთონ აპლიკაციები macOS-ისათვის. 2018 წელს კო���პანიამ თვითონ წარმოადგინა სამი ასეთი აპლიკაცია „ახალი ამბები“, „აქციები“, „სახლი“.
- პირველები, ვინც ამ ტექნოლგიით ისარგებლებენ, Twitter და Atlassian იქნება
watchOS 6
- საათების საოპერაციო სისტემის ახალ ვერსიაში გაჩნდება აპლიკაციების მაღაზია — ამიერიდან აპლიკაციებს პირდაპირ საათში ჩამოტვირთვათ, ტელეფონის გვერდის ავლით
- გაუმჯობესებულია აპლიკაცია „ჯანმრთელობა“ — საათი დაითვლის მომხმარებლის აქტივობას და შეადარებს წინა 90 დღეს
- საათი განსაზღვრავს შენობაში ხმაურის დონეს და ატყობინებს მომხმარებელს, თუ ის აჭარბებს დასაშვებ დონეს
- დაემატება აპლიკაცია „დოზები“, წამლის დოზების მიღების განსაზაღვრად და აგრეთვე „ციკლები“, მენსტრუალური ციკლის აღრიცხვისათვის
- დაემატა დიქტოფონი, კალკულატორი და Apple Books, აუდიო-წიგნების მოსასმენად
- დაემატა ახალი ციფერბლატები „კალიფორნია“, „გრადიენტი“ და X-Large
tvOS 13
- ახალ ვერსიაში დამატებული იქნება მომხმარებლის რამოდენიმე ანგარიშის მხარდაჭერა, ოჯახის წევრების მიხედვით
- Apple Music-ში დაემატება კარაოკე
- დაემატება Xbox One და Sony Dualshock 4 გეიმპადების მხარდაჭერა
- Apple Arcade ხელმისაწვდომი იქნება Apple TV-ზე
- Apple იღებს სერიალს For All Mankind, რომელიც ექსკლუზიურად Apple TV+ში იქნება წარმოდგენილი და ეხება აშშ-სა და სსრკ-ს კოსმიურ რბოლას
დეველოპინგი
დამატებითი რეალობა
- Apple-მა წარმოადგინა Reality Kit და Reality App — ფრეიმვორკები და დეველოპინგის გარემო ინტერაქტიული AR-აპლიკაციებისათვის
- ARKit 3 მხარს უჭერს ადამიანის მოძრაობის მოხვეჭასა და ჩასწორებას, აგრეთვე განსაზღვრავს რეალურ ობიექტებს ეკრანზე
- Mojang-მა აჩვენა AR-თამაში Minecraft Earth, სადაც გამოყენებულია აღნიშული ტექნოლოგიები
ახალი მოწყობილობები
Mac Pro
- კომპანიამ წარმაოდგინა ახალი Mac Pro, რომელიც არ განახლებულა 2013 წლიდან
- 28-ბირთვიანი Intel Xeon, 1.5 ტბაიტის მხარდაჭერა, რვა PCI სლოტი, 2 10-გიგაბიტური Ethernet ბარათი
- შესაძლებელია 4 AMD Radeon Vega Pro ვიდეო-ბარათის დაყენება სისტემაში, ჯამური 58 ტერაფლოპსი
- წარმადობა — Mac Pro-ს შეუძლია დაუკრას ერთდროულად 12 4K-სტრიმი, ან 3 8K-სტრიმი
- კვების ბლოკი 1.5 კილოვატი. Mac Pro-ს შეიძლება ჰქონდეს ბორბლები, ვინაიდან ის ძალიან მძიმეა
- Mac Pro-ს გაყიდვები დაიწყება 2019 წლის შემოდგომაზე. მინიმალური ფასი — $5999.
Apple Pro Display XDR
- ახალი მონიტორი, 32 დიუმი ზომის, ეკრანის გაფართოება 6016×3384 პიქსელი
- HDR-ის მხარდაჭერა, სიკაშკაშე 1000 ნიტი, პიკური — 1600 ნიტი
- კონსტრასტულობა — მილიონი ერთთან
- პორტრეტული რეჟიმის მხარდაჭერა
- შესაძლებელია 6 მონიტორის გაერთიანება ერთ სისტემაში
- არის პრიალა და გლუვ ეკრანიანი მოდელები
- ფასი — $4999