მიუხედავად იმისა რომ Apple-ის მენეჯმენტისგან არ არის გარანტირებული ახალ iOS-ში გლობალური რედიზაინი — ოპერაციული სისტემის დიზაინი რომ შეიცვლება ეს დანამდვილებით ვიცით.
ეს დასტურდება WWDC-ს განახლებული აპლიკაციის მიერ, რომლის ახალი ვერსიაც App Store-ში გუშინ განთავსდა.
დანართში წარმოდგენილია მომავალი კონფერენციის შესახებ ინფორმაცია, სადაც დაგეგმილია ღონისძიები ხანგრძლივობა და დაწყების დრო.
ახალ ვერსიაში შეცვლილია ხატულები და სტიკერები. ბოლოს მისი განახლება 2007 წელს მოხდა. ამას გარდა Apple-მა აპლიკაციაში iOS 11-ის წინ დაამატა სქელი შრიფტი და ამით არაპირდაპირ გვაჩვენა iOS-ის ახალი სტილი.
შეგახსენებთ რომ ღონისძიება 5 ივნისს, ჩვენი დროით საღამოს 21 საათზე დაიწყება. ღონისძიებას ტრადიციულად საქართველოში მაკის მომხმარებელთა ჯგუფი (გემუგი) უმასპინძლებს.