მიუხედავად იმისა რომ ჩვენი საყვარელი კომპანია მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სმარტფონებს აწარმოებს, ზოგჯერ სხვა მწარმოებლები მისთვის სხვადასხვა აქსესუარებს ამზადებენ. ლინზები, ბატარეის კორპუსები, უსადენო დამუხტვის სადგამები, და უამრავი სხვა რამ რისი წარმოების და განვითარების განწობაც Apple-ს არ აქვს. ამჯერად Xiaomi-მ კიდევ ერთხელ სცადა რომ iPhone-ი უფრო საინტერესო გახადოს.

ქულერი საჭიროა არა მხოლოდ კომპიუტერებისთვის, არამედ სმარტფონებისთვისაც.
Xiaomi-მ მსფოლიოში iPhone 12-ის პირველი გამაგრილებელი წარმოგვიდგინა. ის წარმოდგენილია Black Shark-ის ბრენდის ქვეშ და iPhone-ს MagSafe მაგნიტის ადგილას უმაგრდება.
Black Shark-ის დახმარებით, iPhone 12-ის უკანა მხარეს სითბო თანაბრად გადანაწილდება და თამაშის დროს ნაკლებად გაცხელდება.

მისი ოფიციალურად გამოსვლის თარიღზე და მის ფასზე ჯერ Xiaomi-ს არაფერი უთქვამს, თუმცა უკვე მიაჩნიათ რომ ეს ძალიან ეფექტური და მნიშვნელოვანი აქსესუარი იქნება.