Google არასოდეს არ უშვებს ხელიდან შანს კიდევ ერთხელ შეგვახსენოს საკუთარი პომპეზურობის შესახებ და ამავდროულად ხაზი გაუსვას საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხზე. iOS 11-ის შემთხვევაში ეს განცხადებები უბრალოდ სასაცილოა.
Reddit-ზე გაიხსნა დისკუსია იმის შესახებ, რომ მომხმარებლებმა შეამჩნიეს YouTube-ის ოფიციალური აპლიკაციის უცნაური თავისებურება: iOS 11-ზე აკუმლატორი მყისიერად იცლებოდა ამ აპლიკაციის გამოყენებისას. Settings > Battery-ში შესვლისას მათ აღმოაჩინეს, რომ ეს აპლიკაცია ყველაზე მეტაც „ჭამს“ ენერგიას.
პრობლემა მრავალმა მომხმარებელმა დაადასტურა და წავიდა საჩივრები „სიკეთის კორპორაციაში“.
Google-ს მობეზრდა, ეტყობა ამდენი თავგასული „მევაშლის“ საჩივარი და გამოუშვა თავისი აპლიკაციის განახლება, რომელშიც ოპტიმიზირებულია აკუმლატორის მოხმარება. და კვლავაც, ეს ისევ Reddit-ზე შეამჩნიეს.
ტესტირების შედეგად დადგინდა, რომ აკუმლატორის მოხმარება გაუმჯობესებულია iPhone-ის ყველა მოდელზე, მათ შორის iPhone X-ზეც.
ჩვენც შევამოწმეთ და ყველაფერი წესრიგშია.
Google, დუუტ!
წყარო: Reddit