მწვანე ზოლების პრობლემებთან ერთად, რამოდენიმე მომხმარებელი შეეჩეხა წრიპინისა და ტკაცუნის ხმას, რომელიც ტელეფონის სპიკერიდან ისმის.
ეს ხარვეზი ხმის მაქსიმალურ დონეზე ჩნდება. MacRumors-ის ფორუმზე ამ პრობლემას უკვე ორ ათეულზე მეტი მომხმარებელი გამოეხმაურა.
წრიპინისა და ტკაცუნის ხმა, მუსიკის დაკვრისას, სატელეფონო საუბრებისას, ვიდეოს ყურებისას და ა.შ. არ არის დაკავშირებული iPhone X-ის კონკრეტულ მოდიფიკაციასთან.
ჯერ-ჯერობით Apple არ აკომენტარებს ამ სიტუაციას, მაგრამ მომხმარებლები, ვის აიფონშიც აღნიშნული ხარვეზი დასტურდება, დარწმუნებული არიან, რომ პრობლემას მხოლოდ პროგრამული ხასიათი აქვს. მსგავსი ხარვეზი აღენიშნებოდათ iPhone 8 და iPhone 8 Plus-ს.
მაშინ Apple-მა გაასწორა ეს ხარვეზი პროგრამული განახლების გამოშვებით, iOS 11.0.2-ში.
ასე რომ, ველოდებით განახლებას.
წყარო: MR