არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ოდესრაც იყო ისეთი დრო, როდესაც Apple გასცემდა ლიცენზიას Mac-თავსებადი კომპიუტერების გარე მწარმოებლებზე. ყოველ ლიცენზიაში კომპანია 50 დოლარს იღებდა. ერთი შეხედვით, ცუდი არა რის, მაგრამ საქმე ცოტა სხვანაირად იყო.
ის, რომ ასეთი სქემა უბრალოს საშინელი იყო, ნათლად დაგვანახა კომპანიის ფინანსისტმა ფრედ ანდერსონმა. მის დათვლებით, Apple ამ ლიცენზირებით ათჯერ უფრო მეტსა კარგავდა, ვიდრე იღებდა.
თვით სტივ ჯობსი დიდად არ იყო მოხიბლული ამ პროგრამით. თუ მთლიანად გულახდილები ვიქნებით, ის კლონების მწარმოებლებს ქურდებს ეძახდა. მოკლედ, როგორც უკვე მიხვდით, ასეთი მწარმოებლები თავიდან უნდა მოეშორებინათ. მაგრამ გადაწყვიტეს ეს ლამაზად გაეკეთებინათ, Apple-ის სტილში: კომპანიამ გამოუშვა ახალი საოპერაციო სისტემა Mac OS 8, ხოლო მის ლიცენზირებაზე ყველას უარი უთხრა. შედეგად ყველა კონკურენტი განიდევნა ბაზრიდან, ერთის გარდა — Power Computing.
ბოლო-ბოლო, Apple-მა გადაწყვიტა არ ეძებნა რთული გზა და უბრალოდ იყიდა ეს კომპანია და მასში 100 მილიონი გადაიხადა.
Apple-ის კლონების ეპოქა 1997 წლის 2 სექტემბერს დასრულდა. სწორედ ამ დღეს გამოაცხადეს Power Computing-ის შეძენის შესახებ.