სტივ ჯობსზე (ჯერ კიდევ სანამ ცოცხალი იყო) არაერთი ათეული წიგნი დაიწერა: დაწყებული მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოზე და დამთავრებული იმით, თუ როგორ გავხდეთ ასეთივე წარმატებული და ცნობილი. მაგრამ ყველა ამ წიგნს, რეალურად არანაირი კავშირი არ ჰქონდათ სტივ ჯობსთან. და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა პირველი ოფიციალური ბიოგრაფია, რომლის ავტორი ცნობილი ჟურნალისტი და ბიოგრაფი უოლტერ აიზექსონი გახდა.
„სტივ ჯობსი“ — სწორედ ასე, მოკრძალებულად და ზედმეტი პათოსის გარეშე არის დასათაურებული პირველი ოფიციალური ბიოგრაფია. წიგნი დაიწერა სტ���ვის უშუალო მონაწილეობით, უოლტერი მრავალჯერ ესაუბრა სტივის ახლო მეგობრებს, ხოლო თვითონ ჯობსისგან ორმოცი ინტერვიუ აიღო.
სამწუხაროდ, სტივ ჯობსმა ვერ მოასწრო წიგნის ფინალური ვერსიის წაკითხვა, თუმცა წინდაწინ მოიწონა განაცხადა რა, რომ თვითონ არ შეუტანია არცერთი შესწორება და უოლტერისათვის არ დაუსვამს არცერთი პირობა.
ასე რომ, 650 გვერდიანი წიგნი, რომელიც Simon & Schuster-ის გამომცემლობაში გამოვიდა, ნამდვილი ბესტსელერი გახდა. თავიდან მისი გაყიდვა 2011 წლის ნოემბერში იგეგმებოდა, მაგრამ სტივის გარდაცვალების გამო ვადები შეიცვალა.
ავტორიზირებული ბიოგრაფია „სტივ ჯობსი“ უოლტერ აიზექსონის ავტორობით 2011 წლის 29 ოქტომბერს გამოვიდა გაყიდვაში.