GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

iPhone 6 Plus-ის მომხმარებლებმა პრობლემა აღმოაჩინეს

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
28/10/2014
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
1.7k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

iPhone 6 Plus-ის მომხმარებლები იუწყებიან პრობლემის შესახებ, რომლის დროსაც ტელეფონი წყობიდან გამოდის ან იჭედება გადატვირთვის ეკრანზე. აღნიშული პრობლემით ბევრი მომხმარებელი მიმართავს Apple-ს, სადაც მათ უმრავლესობას დაზიანებულ მოწყობილობებს უცვლიან ახალში. ზოგიერთმა მომხმარებელმა უკვე 4-ჯერ შეცვალა iPhone 6 Plus-ი.

ასევე ძალიან ბევრი მომხმარებელი წერს იდენტური პრობლემის შესახებ Apple-ს მხარდაჭერის ფორუმზე შემდეგ სტატიაში, რომელსაც უკვე 15443 ნახვა და 109 გამოხმაურება აქვს.

პრობლემის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა 6 Plus-ის მფლობელები პოსტავენ შემდეგ საჩივრებს: როგორც გაირკვა ამ მხრივ განსაკუთრებით პრობლემური 128 GB-იანი iPhone 6 Plus-ი აღმჩნდა, მასზე შესაძლებელია 700-ზე მეტი აპლიკაციის ინსტალირება, ასევე ისინი წყობიდან გამოდიან მომხმარებლის ჩარევის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ iOS 8-ს უნდა გაესწორებინა აღნიშული აპარატურული ხარვეზი, განახლებამ პრობლემა ვერ გადაჭრა. ასევე მომხმარებელთა ნაწილი ფიქრობს, რომ აღნიშნულში დამნაშავე არა მოწყობილობა არამედ პროგრამული მხარეა.

თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ მოწყობილობაზე ძველი იმიჯის აღდგენისას გადმოდიოდა მცდარი აპლიკაციის პარამეტრები ან არათავსებადი აპლიკაციები, მაგრამ ეს თეორია გამოირიცხა მას შემდეგ რაც ხელით ჩაწერილმა აპლიკაციებმაც გამოიწვიეს იგივე პრობლემა.

ზოგიერთი ფორუმის მომხმარებლებმა და Apple Insider-ის მკითხველებმა მიიტანეს თავისი 6 Plus-ები Apple-ში შესაკეთებლად. მომხმარებელთა ნაწილმა მოახერხა გადაეცვალა გაფუჭებული მოწყობილობები ახლებში, მაშინ, როდესაც სხვებმა თავი შეიკავეს, რადგან უთხრეს რომ ამ შემთხვევაში ხარჯები მოიმატებდა.

პრობლემის მოსაგვარებლად მომხმარებლები აბრუნებენ მოწყობილობას ქარხნულ პარამეტრებზე და შემდეგ ხელით აინსტალირებენ აპლიკაციებს სათითაოდ. თუმცა ეს გზა პრობლემას ყოველთვის ვერ წყვეტს. აპლიკაციების ხელით ინსტალაცია მოითხოვს დიდ დროს და ამასთანავე მაინც ვერ გვაძლევს გარანტიას, რომ აღნიშნულ პრობლემას თავი დავაღწიოთ. ასევე ფორუმის მომხმარებლები წერენ, რომ პრობლემა მხოლოდ რამდენიმე წუთით გვარდება და შემდეგ ტელეფონი ისევ იქრაშება.

მომხმარებელთ ნაწილი ამბობს, რომ Display Zoom ფუნქციის ჩართვა გვეხმარება თავი ავარიდოთ მოწყობილობის დაზიანებას, მაგრამ ეს გზა შორსაა პრობლემის ოფიციალური გადაწყვეტისგან.

ჯერ-ჯერობით აღნიშნული პრობლემით “დაზარალებულ” მომხმარებელთა რიცხვი უცნობია. თუ გავითვალისწინებთ ფორუმებზე აღნიშნული თემების ნახვების რაოდენობას შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრობლემაა არაა ვრცლად გავრცელებული. ასევე პრობლემა დაკავშირებული მხოლოდ 128 GB-იანი iPhone 6 Plus-ის მომხმარებლებთან, რომელთაც აპლიკაციების მდიდარი ბიბლიოთეკა აქვთ.

Apple-ს ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია ოფიციალური კომენტარი აღნიშნულზე. მას არ გააჩნია წესდება, რომლის მიხედვითაც მოემსახურება იმ მომხმარებლებს, რომლებიც აღნიშნული პრობლემით მიმართავენ Apple-ს.

Tags: iOSiPhone
Previous Post

მუსიკის გაყიდვა iTunes-ში 13%-ით დაეცა.

Next Post

[ეს დღე ისტორიაში] 2011 წლის 29 ოქტომბერი

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

Apple-ი Microsoft-თან და სხვებთან ერთად მეტავერსის სტანდარტებზე არ იმუშავებს
სიახლეები

Apple-ი Microsoft-თან და სხვებთან ერთად მეტავერსის სტანდარტებზე არ იმუშავებს

22/06/2022
75
iOS 16 ყალბ AirPods-ს დაკავშირების დროს ამოიცნობს
სიახლეები

iOS 16 ყალბ AirPods-ს დაკავშირების დროს ამოიცნობს

16/06/2022
447
iPhone 14-ს მაკეტები, iPhone 13-სგან მინიმალურად განსხვავდება
სიახლეები

iPhone 14-ს მაკეტები, iPhone 13-სგან მინიმალურად განსხვავდება

14/06/2022
207
Qualcomm-ი გვპირდება რომ M2-ს აჯობებს, ერთი წლის წინ M1-ზეც დაგვპირდა, მაგრამ დღემდე ვერ შეასრულა
სიახლეები

Qualcomm-ი გვპირდება რომ M2-ს აჯობებს, ერთი წლის წინ M1-ზეც დაგვპირდა, მაგრამ დღემდე ვერ შეასრულა

08/06/2022
93
ზეგ Apple-ის ღონისძიებაა – რას ველოდებით
სიახლეები

ზეგ Apple-ის ღონისძიებაა – რას ველოდებით

04/06/2022
454
iPhone 14 Pro-ს შესაძლოა Always On Display ჰქონდეს
სიახლეები

iPhone 14 Pro-ს შესაძლოა Always On Display ჰქონდეს

24/05/2022
334
Next Post
[ეს დღე ისტორიაში] 2011 წლის 29 ოქტომბერი

[ეს დღე ისტორიაში] 2011 წლის 29 ოქტომბერი

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG