პირველ რიგში გეტყვით თუ როგორ უნდა დაადგინოთ, რომელი რეგიონისთვის და ქვეყნისთვის არის განკუთვნილი თქვენი iPhone-ი.
— Settings > General > About შემდეგ შეეხეთ თითით Model Number-ის გასწვრივ არსებულ კოდს, იხილეთ ფოტოები:
ახლა უკვე ამ კოდით და Google-ის დახმარებით AXXXX შეგიძლიათ ნახოთ თქვენი მოწყობილობა რომელი რეგიონისთვის არის განკუთვნილი.
სანამ გადავალთ რეგიონების მიხედვით განსხვავებებზე, მანამდე უნდა ავღნიშნოთ რომ ასევე განსხვავებულია 5G-ს სიძლიერე iPhone-ებში. მაგალითად დიაპაზონის მაქსიმალური რაოდენობა მხოლოდ ამერიკულ ოპერატორებს აქვთ, შესაბამისად ამერიკული მოდელი უფრო ძლიერი 5G-თ არის წარმოდგენილი. მაგალითად ამერიკულს აქვს 24 დიაპაზონი, ხოლო იაპონურს 19. თუმცა ეს ჩვენთვის მხოლოდ იმ შემთხვევაშია საინტერესო თუ ვცხოვრობთ ამერიკაში და თუ ვართ ამერიკული ოპერატორის მომხმარებელი.
ახლა კი დავიწყოთ რეგიონებზე
▶ სმარტფონების ყველა ევროპულ მოდელს აქვს პროგრამული შეზღუდვა ყურსასმენის გამოყენებისას ხმის მაქსიმალურ სიძლიერეზე. მომხმარებლების უმეტესობისთვის ეს არ იქნება კრიტიკული, მაგრამ მათ, ვისაც სურს მუსიკის ხმის მაქსიმუმამდე გაზრდა, მოუწევს შეეგუოს ახალ ზღურბლს. მაქსიმალური ხელმისაწვდომი დონე დაახლოებით 10-12%-თ დაბალია სხვა ქვეყნების სმარტფონებთან შედარებით.
▶ iPhones საფრანგეთიდან აღჭურვილია კაბელიანი EarPods ყურსასმენით. მთავრობა საკანონმდებლო დონეზე სმარტფონების მომწოდებლებს ყურსასმენით აღჭურვას სთხოვს. შეზღუდვა მოიხსნა მხოლოდ ამ წლის დასაწყისში, ამიტომ მალე შეიცვლება და მოწყობილობები უკვე აქაც ყურსასმენების გარეშე იქნება.
▶ ზოგიერთი iPhone-ი ბრაზილიიდან იყიდება დამტენით ყუთში, მიუხედავად Apple-ის უარისა. შეზღუდვა მოგვიანებით მოიხსნა, მაგრამ მთავრობა განიხილავს აკრძალვის დაბრუნებას.
▶ სმარტფონებს არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან და დუბაიდან აქვთ ჩაშენებული შეზღუდვა ვიდეო ზარებზე. ეს ეხება როგორც ჩაშენებულ FaceTime პროგრამას, ასევე მესამე მხარის მყისიერ მესენჯერებს. ადრე Apple-მა დააყენა მკაცრი პროგრამული ბლოკი, მაგრამ ახლა სერვისები გამორთულია მხოლოდ ამ რეგიონში ყოფნისას.
▶ იაპონური iPhone-ი არ მოგცემთ საშუალებას გამორთოთ კამერის ჩამკეტის ხმა და ვერ შეძლებთ რაიმეს ჩუმად გადაღებას. ესეც მხოლოდ იაპონიის ტერიტორიაზე.
▶ ჩინეთის ბაზრისთვის განკუთვნილ iPhone-ს არ აქვს eSIM-ს მხარდაჭერა. ამის ნაცვლად სმარტფონები აღჭურვილია ორმაგი SIM ბარათის უჯრით. თუ რამდენიმე წლის წინ ბევრი ნადირობდა სწორედ ასეთ მოწყობილობებზე, ახლა eSIM-ის გავრცელებით, რამდენიმე ფიზიკური სლოტის ქონა უპირატესობას არ წარმოადგენს. ასევე, ასეთი მოწყობილობებს არსად არ აქვს გარანტია გარდა ჩინეთისა.
ასევე, ასეთი iPhone-ები, რომლებიც განკუთვნილია ჩინეთისთვის, არ უჭერს მხარს FaceTime აუდიო ზარებს. ამ შეზღუდვის გვერდის ავლა ან მოხსნა შეუძლებელია, მაშინაც კი, თუ თქვენ იყენებთ სმარტფონს სხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.
მას შემდეგ რაც გემუგი Apple-ის შესახებ წერს, ბევრჯერ მოხდა სხვადასხვა რეგიონისთვის ცვლილება, ამიტომ ვფიქრობთ რომ პერიოდულად უნდა გაცნობოთ ამის შესახებ. მადლობა და კარგ დღეს გისურვებთ 😊