ჩვენ საიტზე ხშირად ვდებთ სიახლეებს და რჩევებს iOS-თან დაკავშირებით. ოდნავ ნაკლებ ადგილს ვუთმობთ macOS-ს და ძალიან ცოტა ადგილს watchOS-სა და tvOS-ს. რაც შეეხება ეფლის სხვა მოწყობილობებს, მათი წილი ჩვენს საიტზე დრამატულად მცირეა და ეს უნდა გამოვასწოროთ! დღეს ვისაუბროთ Apple Pencil-ის მიკროკოდზე (Firmware) და როგორ გავიგოთ ამ უკანასკნელის ვერსია.
მარტო Apple Pencil არ არის საკმარისი, რომ მისი კოდის ვერსია გავიგოთ. თქვენ დაგჭირდებათ ამ მოწყობილობასთან თავსებადი ტაბლეტი, iPad Pro (ისე, მის გარეშე ეს კალამი ზოგადად მაინც არაფერში გარგიათ). Apple Pencil უნდა მიუერთოთ iPad Pro-ს Lightning გასართის საშუალებით. მიერთების შემდეგ iPad-ის პარამეტრებში გამოჩნდება ახალი განყოფილება.
გახსენით iPad-ის პარამეტრები და გადადით ძირითადში (Settings > General). იქ თვენ ნახავთ პუნქტს About და სწორედ მასში გამოჩნდება ახალი განყოფილება, რომელიც ეხება Apple Pencil-ს.
საინფორმაციო განყოფილებაში მითითებული იქნება მოწყობილობის სერიული ნომერი, მოდელი და აგრეთვე პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფის ვერსია.