თქვენ უკვე რამოდენიმე წელია რაც გაქვთ iPhone-ი, iPad-ი ან MacBook-ი და ამჩნევთ რომ აკუმულატორი უფრო ნაკლებ ხანს ძლებს? ეს ასეც უნდა იყოს 🙂 ლითიუმის აკუმულატორების წარმადობა უარესდება დროთა განმავლობაში. ეს ნიშნავს იმას რომ აკუმულატორი ვერ იყენებს მთლიან რესურს და ვერ იტენება ბოლომდე.
თუ ფიქრობთ რომ თქვენი მოწყობილობის აკუმულატორს ზემოთ ნახსენები შეემთხვა, გთავაზობთ აპლიკაციას რომლის საშუალებით შეგიძლიათ ნახოთ თუ რა მდგომარეობაშია აკუმულატორი. აპლიკაციის სახელია coconutBattery, არის სრულიად უფასო და აი როგორ მუშაობს:
coconut Battery-ს გამოყენების პროცესი უმარტივესია. გადმოწერეთ აპლიკაცია, შეაერთეთ თქვენი iPhone ან iPad-ი და მიუთითეთ ნდობა (Trust), გაუშვით coconutBattery და მთელი ინფორმაცია თქვენს წინაშე წარსდგება.
MacBook-ის შემთხვევაში კიდევ უფრო მარტივია ეს ყველაფერი. მხოლოდ გაუშვით აპლიკაცია.
80%-ის მიდამოებში მყოფი აკუმულატორის სიცოცხლისუნარიანობის მაჩვენებელი მისაღებად ითვლება. თუ უკვე უფრო დაბალი მაჩვენებელია, შეიძლება დაფიქრება მის შეცვლაზე.
აპლიკაციის გადმოსაწერი ბმული: coconutBattery
წყარო: iMore