რატომ არ არის საჭირო Wi-Fi-სა და Bluetooth-ის გამორთვა

რატომ არ არის საჭირო Wi-Fi-სა და Bluetooth-ის გამორთვა

ბევრს აღიზიანებს ის ფაქტი, რომ iPhone-ში მუდმივად არის ჩართული Wi-Fi და Bluetooth — მაშინაც კი, როდესაც მფლობელი არ სარგებლობს ამ ფუნქციებით. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა iOS 11-ის გამოსვლის შემდგომ, როდესაც Apple-მა გააუქმა Wi-Fi-სა და Bluetooth-ის გამორთვის შესაძლებლობა მართვის ცენტრიდან. მითი იმის შესახებ, რომ აღნიშნული ტექნოლოგიები ნეგატიურად ზემოქმედებენ iPhone-ის ავტონომიურად მუშაობის შესაძლებლობაზე, მართლაც არსებობს. მაშ, მოდი გავცეთ პასუხი მთავარ კითხვას.

საჭიროა, თუ არა Wi-Fi-სა და Bluetooth-ის გამორთვა, აკუმულატორის მუხტის შესანარჩუნებლად?

პასუხი არის: არა

როდესაც Wi-Fi არ იმყოფება აქტიური გამოყენების რეჟიმში, ის არ იყენებს ენერგიას. ერთადერთი მისი სამუშაო ამ დროს, როდესაც სმარტფონი არ იმყოფება ძილის რეჟიმში — ხელმისაწვდომი ქსელების სკანირებაა ყოველ 15 წამში. მართალია, ამ შემთხვევაშიც კი ენერგიის მოხმარება არ აღემატება 1 მილივატს. ფეისბუკის თვალიერებისას, მაგალითად, მუხტის გაცილებით მეტი ოდენობა იხარჯება.

მუშაობისას Wi-Fi უკვე 30 მილივატს მოიხმარს, მაგრამ არც ესაა ძალიან ბევრი. შედარებისათვის — მონაცემთა გადაცემისას მობილური ქსელით ენერგიის ხარჯი 50-დან 500 მილივატამდე შეადგენს. ამიტომ Wi-Fi-ს გამოყენება პირიქით უკეთესიცაა, თუ ჩვენ ვსაუბრობთ ავტონომიური მუშაობის დროზე.

რაც შეეხება Bluetooth, ეს ტექნოლოგიაც არ მოიხმარს ენერგიას, თუ არ არის მიერთებული სხვა მოწყობილობაზე — მიუხედავად იმისა, ჩართულია ეს ფუნქცია, თუ არა. Bluetooth-აქსესუარების სკანირება პრაქტიკულად არ მოიხმარს ენერგიას, ისევე როგორც Wi-Fi. მაგრამ მუშაობის დროსაც, მაგალითად უსადენო ყურსასმენები მოიხმარენ არაუმეტეს 2.5 მილივატს (iPhone X-ის აკუმლატორის მოცულობა — 7 000 მილივატი/სთ-ზე მეტია, ხოლო უფრო ენერგოტევადი მოწყობილობები — 10 მილივატამდე.

რატომ უნდა დავტოვოთ Wi-Fi და Bluetooth ჩართული?

Apple-ს აქვს Wi-Fi-ის ხელმისაწვდომი ქსელების ბაზა, მთელი მსოფლიოს მაშტაბით. ამიტომ, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც თქვენს ტელეფონს არ შეუძლია GPS-სიგნალის მიღება, ის ადგილსამყოფელს Wi-Fi-ის საშუალებით ადგენს.

ელკვებასთან მიერთების შემდეგ და თუ Wi-Fi ჩართულია, iOS-მოწყობილობა ავტომატურად ქმნის სისტემის სარეზერვო ასლს ეფლის სერვერზე, ასე რომ მნიშვენლოვანი მონაცემები არასოდეს დაიკარგება.

თქვენ უბრალოდ არა გაქვთ Wi-Fi-სა და Bluetooth-ის გათიშვის მიზეზი.

შესაძლოა, ოდესღაც Wi-Fi და Bluetooth მართლაც ნეგატიურად მოქმედებდნენ მოწყობილობის ავტონომიურად მუშაობაზე, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიებს მინიმუმამდე დაყავთ ენერგიის მოხმარება.

Leave a Comment