კონკურენცია — ყოველთვის კარგია. შესაძლოა, კომპანიისათვის ეს მორიგი თავის ტკივილია, მაგრამ ჩვენ, მომხმარებლები საბოლოო ჯამში მოგებული ვრჩებით. ერთხელ Apple-მა თავის კონკურენტს IBM-ის სახით საინტერესო წერილი მიწერა და 1981 წლის 24 აგვისტოს გამოაქვეყნა.
აი, რა ეწერა ამ წერილში:
IBM, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. მოგესალმებით ყველაზე საინტერესო ბაზარზე მას შემდეგ, რაც 35 წლის წინ ნამდვილი კომპიუტერული რევოლუცია დაიწყო. და გილოცავთ პირველი პერსონალურ კომპიუტერს. ნამდვილმა კომპიუტერულმა სიმძლავრეებმა რიგითი მომხმარებლის ხელში უკვე შეცვალეს ის, თუ როგორ მუშაობს, ურთიერთობს, ფიქრობს, სწვალობს და ისვენებს ადამიანი. კომპიუტერული განათლება ისეთივე ფუნდამენტური ცოდნის სახეა, როგორც წერა და კითხვა. როდესაც ჩვენ გამოვიგონეთ პირველი კომპიუტერული სისტემა, ჩვენ ვვარაუდობდით, რომ მის ყიდვას 140 მილიონზე მეტი ადამიანი შეძლებდა მთელი მსოფლიოს მაშტაბით. ჩვენ ვფიქრობდით, რომ მომავალ წელს მილიონი ადამინი იგივე მოსაზრებამდე მივიდოდა. შემდგომი ათწლეულის განმავლობაში პერსონალური კომპიუტერების ზრდა არითმეტიკული პროგრესიით გაიზრდება. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით კეთილსინდისიერ კონკურენციას ამ ამერიკული ტენოლოგიის გავრცელებაში მთელი მსოფლიოს მაშტაბით. და ჩვენ პატივისცემით ვეკიდებით თქვენს წვლილს ამ საქმეში. იმიტომ, რომ ის, რასაც ვაკეტებთ ჩვენ — ვზრდით სოციალურ კაპიტალს ინდივიდუალური შრომის ეფქტურობის მატებით. კეთილი იყოს თქვენი მობრზანება ამ ამოცანის გადაწყვეტაში. Apple.
აი წერილიც.