AppleLink Personal Edition თავისი დროისათვის ერთობ უნიკალური სერვისი გახლდათ. მოდემის საშუალებით ამ სერვისის მომხმარებლებს შეეძლოთ Apple-ის სხვადასხვა რესურსებთან წვდომის მიღება. დღეს ამ სერვისის შესახებ მხოლოდ ერთეულებმა თუ იციან რაიმე. გასაგებიცაა, რატომ: Apple-მა ეს სერვისი AppleFest-ზე წარმოადინა და პრაქტ��კულად მაშინვე უარი თქვა მასზე, გადაულოცა რა ყველა ნამუშევარი კომპანია Quantum Computing-ს.
Quantum Computing-მა სიამოვნებით და დიდი ენთუზიაზმით მოკიდა ხელი ამ სერვისს. და მცირე ჩასწორებების შემდგომ უკვე საკუთარი სახელით გამოუშვა ბაზარზე.
Apple-მა სამომხმარებლო ვერსიის გამოშვების შემდგომ, გადაწყვიტა კიდევ ერთი ვერსიის გამოშვება, ამჯერად სადილერო ქსელისათვის. და ვინაიდან Quantum Computing-ს უკვე საკმაო გამოცდილება ჰქონდა ამ სერვისის ამუშავებაში, წინადადებით მიმართა რომ სადილერო ვერსიაც მათ გაეკეთებინათ.
1992 წლის 17 დეკემბერს Apple და AOL ოფიციალურად შეთანხმდნენ და ამ უკანასკნელის ბაზაზე ამუშავდა სერვისი AppleLink პარტნიორებისათვის.

![[ეს დღე ისტორიაში] 2011 წლის 31 დეკემბერი](https://gemug.ge/wp-content/uploads/2013/12/es-dghe-istoriashi-2011-tslis-31-dekemberi-350x250.jpg)
![[ეს დღე ისტორიაში] 1972 წლის 30 დეკემბერი](https://gemug.ge/wp-content/uploads/2013/12/es-dghe-istoriashi-1972-tslis-30-dekemberi-350x250.jpg)
![[ეს დღე ისტორიაში] 1997 წლის 29 დეკემბერი](https://gemug.ge/wp-content/uploads/2013/12/es-dghe-istoriashi-1997-tslis-29-dekemberi-350x250.jpg)
![[ეს დღე ისტორიაში] 1989 წლის 28 დეკემბერი](https://gemug.ge/wp-content/uploads/2013/12/es-dghe-istoriashi-1989-tslis-28-dekemberi-350x250.jpg)
![[ეს დღე ისტორიაში] 1990 წლის 27 დეკემბერი](https://gemug.ge/wp-content/uploads/2013/12/es-dghe-istoriashi-1990-tslis-27-dekemberi-350x250.jpg)
![[ეს დღე ისტორიაში] 1981 წლის 26 დეკემბერი](https://gemug.ge/wp-content/uploads/2013/12/es-dghe-istoriashi-1981-tslis-26-dekemberi-350x250.jpg)