ნებისმიერი კომპანიამ, რათა წარმატებას მიაღწიოს, უნდა საათივით მუშაობდეს: ყოველგვარი გადახრების გარეშე. მაგრამ სამწუხაროდ, ყოველთვის არ ხერხდება ყველა ფაქტორის გათვალისწინება. Apple-ს ასეთი გადახრები ახალი პროდუქტის გაშვებისთანავე ემართება ხოლმე, როდესაც, როგორც წესი, საქონლის მიწოდება საბოლოო მომხმარებელთან გვიანდება და მოლოდინის დრო იზრდება.
ასე მოხდა მაშინაც, როდესაც გაყიდვაში გამოვიდა Power Mac G5-ის ორპროცესორიანი მოდელი. ძალიან ბევრ ადამიანს სურდა მისი შეძენა, მაგრამ ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, თუ რამდენად დიდი ხანი მოუწევდათ ლოდინი.
აი, რას წერდა ერთ-ერთი მომხმარებელი:
მე გადავწყვიტე შემეძინა ახალი Power Mac G5 2GHz მისი გაყიდვაში გამოსვლიდან დაახლოებით ნახევარ საათში, Apple-ის ინტერნეტ-მაღაზიაში. საქონლის მიღების თარიღმა მამცნო, რომ ახალ კომპიუტერს მე 2003 წლის 29 აგვისტოს მივიღებდი. და აი, დადგა ეს თარიღიც, მაგრამ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე თარიღი 29 სექტემბრით შეიცვალა.
ეს პირველად არ ხდებოდა ასე, თუმცა ერთი თვით თარიღის გადატანა პირველი იყო. მაგრამ 2003 წლის 29 აგვისტოს საქონლის მოწოდებამ 1 თვით გადაიწია, ხოლო მომხმარებლებს მეტი არაფერი დარჩენოდათ, უნდა დალოდებოდნენ.