დღეს, სან ფრანცისკოში გამართულ, ეპლის ყოველწლიურ კონფერენციაზე სტივ ჯობსმა და კომპანიამ წარმოადგინა თავისი მობილური საოპერაციო სისტემის – iOS-ის ახალი, მეხუთე ვერსია, რომელიც შეიცავს ბევრ ახალ და გაუმჯობესებულ ფუნქციებს. ქვემოთ გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:
შეტყობინებათა ახალი სისტემა, რომელიც ერთ ადგილას მოუყრის თავს როგორც სისტემურ, ასევე გარე აპლიკაციების მიერ გამოგზავნილ შეტყობინებებს და მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ერთ ფანჯარაში იხილოს და სასურველ შეტყობინებაზე გადავიდეს.
iMessage: ტექსტურ და მულტიმედია შეტყობინებათა ახალი სისტემა, რომელიც მუშაობს ყველა iOS აპარატზე და მოიცავს როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ ჩატსაც. იმუშავებს როგორც wifi, ასევე 3G კავშირითაც.
Newsstand: ახალი ამბების სტენდი, ფუნქცია, რომელიც გააერთიანებს მომხმარებლის მიერ გამოწერილ ყველა ინტერნეტ-გამოცემას, ჟურნალს, გაზეთს, მოუყრის თავს ერთ ადგილზე და ყოველი ახალი ნომრის გამოსვლის შემდეგ ავტომატურად განაახლებს.
კალენდარი/პერსონალური ასისტენტი: ფუნქცია, რომელიც შეასრულებს კალენდრის, მაღვიძარას და ასისტენტის ფუნქციას და რომელიც შესძლებს მომხმარებლისთვის დაგეგმილი საქმიანობის შეხსენებას არამარტო დროის და თარიღის მიხედვით, არამედ ადგილმდებარეობის და გეოგრაფიული ლოკაციების მიხედვითაც.
Twitter: პოპულარული მიკრობლოგინგის თვისებები ახალ აიფონებში, აიპედებში და აიპოდ თაჩებში უკვე სისტემის დონეზე იქნება ინტეგრირებული. შესაბამისად ტვიტერზე ნებისმიერი ინფორმაციის და ფოტოს გაზიარება გახდება iOS აპარატების ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ტვიტერის აპლიკაციის გადმოწერის და გამოყენების გარეშე.
კამერას დაემატა დაბლოკილი მდგომარეობიდან სწრაფად სურათის გადაღების ფუნქცია.
უსადენო სინქრონიზაცია მაკებს, აიფონებს, აიპედებს და აიპოდებს შორის.
iOS 5 -ის გამოსვლა დაგეგმილია 2011 წლის სექტემბრისთვის და იგი ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი მოწყობილობებისათვის:
- iPhone 4
- iPhone 3GS
- iPad 2
- iPad
- iPod Touch 4G
- iPod touch 3G
სხვა დამატებითი ფუნქციების შესახებ ინფორმაციისათვის მიჰყევით ამ ბმულს