Samsung-მა Apple-თან საპატენტო ბრძოლის ახალი ფრონტი გახსნა. როგორც ცნობილი გახდა, სამხრეთ კორეული კომპანია ცდილობს მიაღწიოს iPad-ისა და iPhone-ის გაყიდვის აკრძალვას ნიდერლანდების სამეფოში. აკრძალვა ეხება მოწყობილობებს, რომლებიც 3G-ის მხარდაჭერით არის აღჭურვილი. თუმცა Samsung-ი სრული დუმილის უფლებას იტოვებს ამ საკითხთან დაკავშირებით, ჰააგის სასამართლომ დაადასტურა, რომ სამხრეთ კორეულ კომპანიას გარკვეული პრეტენზიები გააჩნია Apple-თან.
ყველაზე საინტერესო ამ საკითხში არის ის, რომ Samsung-მა ზუსტად იმავე სასამართლოს მიმართა, სადაც Apple-მა გასულ თვეს მის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი. როგორც ცნობილია, სასამრთლო Apple-ის მხარეზე დადგა და სრული აკრძალვა დაადო Samsung Galaxy-ის გაყიდვას.
შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდები საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს Samsung-ის გეგმებში, ვინაიდან სწორედ ამ ქვეყანაშია Samsung-ის გაყიდვების ყველაზე დიდი ცენტრი ევროკავშირში.
წყარო: 9to5Mac.com