გარდა არაჩვეულებრივად მოსავლიანი პირველი კვარტალისა, Apple-ს სხვა რამეც აქვს საამაყოდ. გასულ წელს ვაშლის კომპანია გახდა მსოფლიოში ნახევარგამტარების ყველაზე დიდი მომხმარებელი. პლანშეტების ბაზრის მზრდადი ბაზრის საერთო ფონზე Apple-ს დიდი წარმატება ჰქონდა. ამიტომაც გამოყენებული ნახევარგამტარების რაოდენობის ზრდა სრულიად ლოგიკურია.
კარგი ბიძგი ამ მაჩვენებელში მისცა Macbook Air-მა, მისი ზეთხელი გაბარიტებითა და წარმოების ზეახალი ტექნოლოგიებით. ამ ფონზე კლასკური პკ-ს მწარმოებლებმა პირიქით ვარდნა აჩვენეს ნახევარგამტარების მოხმარებაში.
ნახევარგამტარების მოხმარების ბაზრის ლიდერთა ათეულმა, რომელსაც Apple უდგას სათავეში, 2010 წელს 103,8 მილიარდი დოლარის შესყიდვები განახორციელა. 2011 წელს ამ ციფრმა კიდევ უფრო იმატა — 105,6 მილიარდი დოლარი. ანუ წლის განმავლობაში აქტიობამ იმატა.
მასაცუნე იამაჯი, Gartner-ის მთავარი ანალიტიკოსი თავის მოხსენებაში ხსნის, რომ ზრდის ძირითადი მიზეზი გახლდათ სმარტფონები, პლანშეტები და SSD-დისკები.
მიუხედავად ამისა იამაჯი გვაფრთხილებს, რომ არც Apple, არც სხვა ვინმე ამ ათეულიდან თავს საკმარისად კომფორტულად არ იგრძნობს. ვინაიდან ბაზრის განვითარების არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში ნახევარგამტარების ვერცერთი მწარმოებელი ვერ შეძლებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
წყარო: gart