GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

iOS 8 — უნიკალური საოპერაციო სისტემა

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
05/06/2014
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
iOS ევროპის ყველაზე პოპულარული პლატფორმაა

iOS ევროპის ყველაზე პოპულარული პლატფორმაა

1k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

2 ივნისს Apple-მა წარმოადგინა მობილური საოპერაციო სისტემის მორიგი, მერვე ვერსია. ყველა ის უწესრიგობა, რაც წინა ვერსიაში იყო, გაქრა განახლებაში, ხოლო მათი ადგილი iOS-ის ფარგლებში ბევრმა საინტერესო სიახლემ და უნიკალურმა შესაძლებლობამ დაიკავა. არ მომერიდება და ვიტყვი, რომ ზოგიერთ სიახლეს Apple-ისგან და iOS-ში არავინ არ მოელოდა. ზოგიერთისთვის კოშმარულ სიზმარშიც კი.

კონფერენციის განმავლობაში სცენდიან ჟღერდა ფრაზა: „iOS 8 — iOS-ის ყველაზე დიდი რელიზია“. და თუ გრაფიკულ დიზაინში დიდი სხვაობა ვერ ვიხილეთ (და არც უნდა ვიხილოთ, მინიმუმ ერთი 5-6 წელი მაინც), ფუნქციონალურად სერიოზული წინსვლებია. მოდი, თვალი გადავავლოთ სიახლეებს.

iCloud-ის დისკური სივრცის ახალ ფასებთან ერთად ჩვენ ვიხილეთ ახალი ფუქნცია — iCloud Photo Library. ამიერიდან ყველა ფოტო და ვიდეო შეინახება ღრუბელში. იქვე იქნება ალბომები, შესაძლებელი იქნება მათი რედაქტირება, დასახელებისა და ადგილმდებარეობის მიხედვით ძებნა.

სტანდარტული ფოტოდან საკმაოდ მაღალი ხარისხის „შედევრის“ მიღება შეგეძლებათ. მაგალითად, პირდაპირ ფოტო-აპლიკაციაში შეძლებთ ჰორიზონტის გასწორებას, ფოტოს ხარისხიანად მოჭრას. აქვე გაასწორებთ სიმკვეთრეს, კონტრასტულობას და სხვა მრავალი.

წარმოდგენილია ფოტოფილტრები, ისევე როგორც Instagram-ში. თუმცა დეველოპერებს შეეძლებათ საკუთარი ფილტრების შექმნა სტანადრტული აპლიკაციისათვის, თქვენ კი ჩამოტვირტავთ მას App Store-დან და დააყენებთ. მარტივად და მოხერხებულად.

სტანდარტულ აპლიაკაციაში დაემატა ჩანართი Time-Lapse. ეს ახალი რეჟიმია iOS-ში, რომელიც საშუალებას გაძლევთ გადაიღოთ საინტერესო სცენები დაჩქარებულ ფორმატში.
ახლა გადავიდეთ შეტყობინებების აპლიკაციაზე. ახალი ვერსია — სხვა მრავალი მესენჯერის „მკვლელია“, მაგალითად WhatsApp-ის, ან Telegram-ის. მართალია ეს ისე სწარაფად არ მოხდება, როგორც მე გიყვებით, მაგრამ აუცილებლად რომ მოხდება, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ. ახალ აპლიკაციაში დაემატა ისეთი საინტერესო ფუქნცია, როგორიცაა აუდიო და ვიდეო შეტყობინებების გაგზავნა.

ასევე არის შესაძლებელი შევქმნათ ჩეტები. შესაძლებელია ხალხის მოწვევა, დათხოვნა, ფუნქციის „არ შემაწუხო“ ჩართვა, თუ მოგბეზრდათ ყოველ წამს ახალი შეტყობინების კითხვა. გინდათ გაუზიაროთ თქვენი ადგილმდებარეობა? ძალიან ადვილია! გაგზავნოთ ფოტო, ვიდეო, აუდიო? რა პრობლემაა!
აი, ჩვენ მივადექით ერთ-ერთ მტკივენულ თემას. კლავიატურები. iOS 8-ში ქართული სადრაც გაქრა, ჩვენ ჯერ კიდევ ვიკვლევთ ამ საკითხს და დეტალებს ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ. მანამდე გეტყვით რომ Apple-მა არანახული რამე გააკეთა — ნება დართო დეველოპერებს დაამატონ საკუთარი კლავიატურები სისტემაში. ვფიქრობთ, ქართული ენისათვისაც შეიქმნება არაერთი საინტერესო ვერსია.

საერთოდ იმასაც ვიტყვი, რომ დაწყებული მერვე ვერსიიდან, iOS-ში ბევრი საიხლე გველოდება და ყველაზე  მნიშვნელოივანი არის გახსნილობისაკენ სწრაფვა, რაც უდაოდ მახარებს.

Family sharing — კიდევ ერთი საინტერესო ფუნქცია, რომელსაც მომხმარებელი უკვე რამოდენიმე წელია ითხოვდა. და აი, ისიც! ის ახლა ხელმისაწვდომია iOS 8-ში. ახლა ერთ ანგარიშს შეგვიძლია დავუკავშიროთ ოჯახის 6 წევრი და ერთად შევიძინოთ პროგრამული უზრუნველყოფა, მუსიკა და ა.შ. ერთი და იგივე ბარათიდან. აღარ არის საჭირო ვინმესთვის ანგარიშის მიცემა, პაროლი, უბრალოდ დაამატეთ ადამიანი და მიიღებთ შეტყობინებას, რომ ეს ადამიანი ცდილობდა რაიმეს შეძენას თქვენი ანაგრიშიდან.

სხვა აპლიკაციებიც ასევე აჩევენებენ ზიარ ინფორმაციას. მაგალითად, ფოტო-ნაკადი დაყოფილი იქნება ოჯახის თითოეული წევრის ფოტოებად, კალენდარში შესაძლებელი იქნება შეტყობინების დატოვება კონკრეტული ადამიანისათვის, ასევე მათი მდებარეობის ნახვა რუკაზე.
iCloud Drive — ღრუბლოვანი საცავი, რომელშიც შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ფაილების შენახვა. მოკლედ, როგორც DropBox, ოღონდ უფრო მაგარი.

სისტემაში დაემატა სრულიად ახალი ტიპის აპლიკაცია, Health. სადაც თავმოყრილი იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი მონაცემები. ინფორომაციაზე წვდომა შესაძლებელი იქნება, მაგალითად მკურნალი ექიმისათვის, რაც ძალიან მოსახერხებელია. ჯერ-ჯერობით ეს დასაწყისია, მაგრამ ამ აპლიკაციას დიდი პერსპექტივები აქვს ნამდვილად.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფუქნცია, რაც გაჩნდა iOS 8-სა და OS X 10.10-ში გახლავთ ამ ორი სისტემის ურთიერთქმედება, როდესაც საჭირო არაა რომელიმე მოწყობილობა ახლოს გქონდეთ, მაგალიტად ტელეფონი, რომ ზარს უპასუხოთ.

მოკლედ, საოპერაციო სისტემის ახალ ვერსიაში უამრავი სიახლეა, როელტა შესახებ დეტალურად ერთ სტატიაში უბრალოდ ვერ ვისაუბრებთ. თითოეული სიახლე გაშლილ, დიდ სტატიას მოითხოვს.

დარჩით ჩვენთან და ჩვენ ყველაფერს მოგიყვებით და გიამბობთ!

Tags: iOS
Previous Post

[ეს დღე ისტორიაში] 1977 წლის 5 ივნისი

Next Post

[ეს დღე ისტორიაში] 2005 წლის 6 ივნისი

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

iPod touch-ის ყველა აქსესუარი ორ დღეში გაიყიდა
სიახლეები

iPod touch-ის ყველა აქსესუარი ორ დღეში გაიყიდა

13/05/2022
80
Google-ი ყურსასმენის ჯეკს აუქმებს, რამდენიმე თვის წინ Apple-ს დასცინოდა
სიახლეები

Google-ი ყურსასმენის ჯეკს აუქმებს, რამდენიმე თვის წინ Apple-ს დასცინოდა

12/05/2022
161
Apple-ი Lightning-ს UCB-C-თ — iPhone 15-ში ჩაანაცვლებს
სიახლეები

Apple-ი Lightning-ს UCB-C-თ — iPhone 15-ში ჩაანაცვლებს

11/05/2022
412
ევროკავშირი Apple-ს აიძულებს რომ აპლიკაციების ჩამოტვირთვის შესაძლებლობა App Store-ის გარედან დაუშვას
სიახლეები

ევროკავშირი Apple-ს აიძულებს რომ აპლიკაციების ჩამოტვირთვის შესაძლებლობა App Store-ის გარედან დაუშვას

09/05/2022
461
Apple Watch 8 სხეულის ტემპერატურის გაზომვას შეძლებს
სიახლეები

Apple Watch 8 სხეულის ტემპერატურის გაზომვას შეძლებს

03/05/2022
149
ჯონი აივის პრობლემები Apple-ში და წასვლის მიზეზი
სიახლეები

ჯონი აივის პრობლემები Apple-ში და წასვლის მიზეზი

02/05/2022
39
Next Post
[ეს დღე ისტორიაში] 2005 წლის 6 ივნისი

[ეს დღე ისტორიაში] 2005 წლის 6 ივნისი

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG