GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

Apple-ის Q1’2015-ის შედეგები

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
29/01/2015
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
875
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ორი დღის წინ კომპანია Apple-მა გამოაქვეყნა თავისი ფინანსური შედეგები, 2015 წლის 1 კვარტლის მიხედვით. შეგახსენებთ, რომ ფისკალური წელი Apple-ში 1 ოქტომბერს იწყება, რაც ნიშნავს რომ წლის 1 ფისკალური კვარტალი ემთხვევა გასული წლის მეოთხე კვარტალს, 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

სიტყვებით ამის გადმოცემას აზრი არა აქვს, უმჯობესია ეს ფოტო ნახოთ:

არა მგონია, რომ რაიმე დამატებითი განმარტება სჭირდებოდეს, ისედაც ყველაფერი ნათელია — Apple ერთადერთი ტექნოლოგიური კომპანიაა მსოფლიოში, რომლემაც რეკორდული კვარტალი აჩვენა მოგების თვალსაზრისით, კორპორატიულ ისტორიაში. მეტიც, მსგავს რეკორდულ მაჩვენებლებს მხოლოდ Apple აჩვენებს რეგულარულად — ყუადღება მიაქციეთ, თუ რამდენჯერ არის მოხსენიებული ის ამ სიაში. მრეწველობის ერთდაერთი სექტორი, სადაც მსგავსი შედეგებია, ნავთობმომპოვებელი სექტორი გახლავთ.

ახლა გადავიდეთ ძირითად მაჩვენებლებზე

— 74,6 მლრდ. დოლარი ამონაგები;
— 18,04 მლრდ. დოლარი მოგება;
— 74,5 მლნ. გაყიდული iPhone;
— 21,4 მლნ. გაყიდული iPad;
— 5,5 მლნ. გაყიდული Mac-კომპიუტერი.

ახლა მოდით, დეტალების ცნახოთ. მაგალითად, ის რომ გაყიდული iPhone-ების საშუალო ფასი 687 დოლარია, რაც ნიშნავს რომ იყიდება ბევრი ახალი მოდელი და ძვირ ფასად. აი iPad-ების შემთხვევაში, როგორც ჩანს საშუალო ფასმა იკლო, რაც შედარებით ძველი და იაფფასიანი მოდელების გაყიდვით შეიძლება აიხსნას.

74,5 მლნ. გაყიდული iPhone — ეს ბევრია, ძალიან ბევრი (Apple-ისთვის). წინასწარი მონაცემებით, მეოთხე კვარტალში Apple-მა Samsung-ს გადაუსწრო, როგორც კი გვექნება ზუსტი მონაცემები, აუცილებლად მოგაწვდით. უოველ წამში Apple ყიდდა 9,4 iPhone-ს, ხოლო კვარტლის მონაცემებით ჯამურად 100 მილიონი iOS მოწყობილობა გაიყიდა. Apple-ის განმარტებით, უამრავი ადამიანი გადადის iPhone-ზე Android-იდან. ამის გარდაამ კვარტალში გაიყიდა მემილიარდე iOS-მოწყობილობა. გასაგებია, რომ კალენდარული მეოთხე კვარტალი ყოველთვის მომგებიანია, მაგრამ Apple-მა საგრძნობლად გააუმჯობესა შედეგები გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით. მაგალითად, 2015 წლის 1-ლი კალენდარული კვარტლისათვის Apple გეგმავს 54 მლნ. iPhone-ის გაყიდვას (გასულ წელს გაიყიდა 44 მლნ.). თანაც, iPhone კომპანიას შემოსავლის 69%-ს იძლევა:

… რამაც საშუალება მისცა დაბრუნებოდა ზრდის ნორმალურ პარამეტრებს:

ამის გარდა, რეკორდული გახდა გაყიდვები ჩინთში — ამონაგების მოცულობამ 16 მლრდ. დოლარი შეადგინა. პირველ რიგში იქ იყიდება iPhone-ები.

Mac-ების რეკორდული გაყიდვები, iPad-ების კარგი მაჩვენებლები — ეს ყველაფერიც კი ჩაიკარგა იმ სიახლის ფონზე, რაც ტიმ კუკმა გააჟღერა: Apple Watch გაყიდვაში აპრილში გამოვა. ახლა წარმოიდგინეთ, რომ 2014 წლის განმავლობაში იმ 200 მლნ. ადამიანიდან, ვინც შეიძნა iPhone, მცირე პროცენტმაც რომ შეიძინოს ახალი მოწყობილობა, რამდენი გამოვა? დეფიციტი გარანტირებულია!

კიდევ რამდენიმე ციფრი.

  • გაყიდულია 25 მლნ Apple TV, ეს უკვე სერიოზულია;
  • უკონაქტო გადახდებიდან ყოველი სამიდან ორი მოდის Apple Pay-ზე. არაა ცუდი სისტემისათვის, რომელიც ბაზარზე, სადაც მომხმარებელს წლობით ჰპირდებოდნენ „აი სულ ცოტაც და NFC აფრინდება“. Apple მოვიდა და ბაზარი მართლა გამოცოცხლდა;
  • Apple-ის ნაღდი ფული რეზერვი 178 000 000 000 დოლარს შეადგენს;
  • წლის ამონაგები, 200 000 000 000 დოლარი.

მოკლედ, ჩვენი საყვარელი კომპანია კვლავ პირველია და ეს ჩვენ ძალიან გვახარებს!

Tags: Apple TViOSiPadiPhoneMacWatch
Previous Post

Chat Heads Facebook-ის ჩეტი სამუშაო დაფაზე

Next Post

ეპლის 15 წლიანი დომინირების იტორია CES-ზე და ინდუსტრიაში

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

iPod touch-ის ყველა აქსესუარი ორ დღეში გაიყიდა
სიახლეები

iPod touch-ის ყველა აქსესუარი ორ დღეში გაიყიდა

13/05/2022
80
Google-ი ყურსასმენის ჯეკს აუქმებს, რამდენიმე თვის წინ Apple-ს დასცინოდა
სიახლეები

Google-ი ყურსასმენის ჯეკს აუქმებს, რამდენიმე თვის წინ Apple-ს დასცინოდა

12/05/2022
161
Apple-ი Lightning-ს UCB-C-თ — iPhone 15-ში ჩაანაცვლებს
სიახლეები

Apple-ი Lightning-ს UCB-C-თ — iPhone 15-ში ჩაანაცვლებს

11/05/2022
412
ევროკავშირი Apple-ს აიძულებს რომ აპლიკაციების ჩამოტვირთვის შესაძლებლობა App Store-ის გარედან დაუშვას
სიახლეები

ევროკავშირი Apple-ს აიძულებს რომ აპლიკაციების ჩამოტვირთვის შესაძლებლობა App Store-ის გარედან დაუშვას

09/05/2022
461
Apple Watch 8 სხეულის ტემპერატურის გაზომვას შეძლებს
სიახლეები

Apple Watch 8 სხეულის ტემპერატურის გაზომვას შეძლებს

03/05/2022
149
ჯონი აივის პრობლემები Apple-ში და წასვლის მიზეზი
სიახლეები

ჯონი აივის პრობლემები Apple-ში და წასვლის მიზეზი

02/05/2022
39
Next Post
Apple-ის ლოგოს ისტორია

ეპლის 15 წლიანი დომინირების იტორია CES-ზე და ინდუსტრიაში

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG