მუსიკალური ფლეერის iPod touch-ის ახალი ვერსია ბაზარზე ახალი მუსიკალური სერვისის – Apple Music-ის კვალდაკვალ გამოვიდა. ახალ აიპოდში ყველაფერთან ერთად 8 მეგაპიქსელი ფოტოკამერა iSight და მაღალი გარჩევადობის ფრონტალური კამერა FaceTime აყენია. ამას გარდა მასში გამოყენებულია იგივე ჩიპი A8, რომელიც ბოლო გამოშვების iPhone 6-ში აყენია. Apple-ის წარმომადგენლების თქმით, ახალი iPod გაყიდვაში უკვე 15 ივლისს გამოვიდა და მისი ფასი (აშშ–ში) 16GB მოდელისათვის – 199 დოლარი, 32GB მოდელისათვის – 249 დოლარიდა 64GB მოდელისათვის – 299 დოლარი არის.
ამას გარდა პირველად გამოვიდა 128 გიგაბაიტიანი მოდელი, რომელიც – 399 დოლარი ღირს.