სმარტფონების მსოფლიო ბაზრის ლიდერი კომპანია Apple გახდა

სმარტფონების მსოფლიო ბაზრის ლიდერი კომპანია Apple გახდა

ანალიტიკურმა კომპანიამ Canaccord Genuity სმარტფონების მსოფლიო ბაზრის შედეგები გამოაქვეყნა. ამ სეგმენტის ლიდერი კომპანია Apple გახდა.

ანალიტიკოსების მონაცემებით, 2015 წლის მესამე კვარტალში Apple-მა მოგების 94% შეადგინა, რაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ მარკის ქვეშ გაყიდულ სმარტფონებს გულისხმობს. მარტო iPhone-ის ხაზით, კომპანიამ უკან ჩამოიტოვა Samsung, Huawei და Lenovo ერთად აღებული. გასულ წელს ეს მაჩბვენებელი 85% იყო, ამასთან, აღსანიშნავია, რომ iPhone-ის წილი სმარტფონების ბაზარზე მხოლოდ 15%-ია.

აღსანიშნავია, რომ iPhone-ის საშუალო ფასი სხვა სმარტფონებთან შედარებით გაცილებით მაღალია და 670 დოლარს შეადგენს, მაშინ, როდესაც ანდროიდის ბაზაზე მომუშავე მოწყობილობების საშუალო ღირებულება 180 დოლარია.

Leave a Comment

Related Posts