Apple-მა გაიმარჯვა! აშშ-ის ფედერალურ ბიუროს სასამართლო მოუგო!

Apple-მა გაიმარჯვა! აშშ-ის ფედერალურ ბიუროს სასამართლო მოუგო!

კომპანია Apple-მა აშშ-ის ფედერალურ ბიუროს სასამართლო მოუგო. ნიუ-იორკის სასამართლომ FBI-ისა და “ეიფლს” შორის არსებული დავა, ამერიკული კომპანიის სასარგებლოდ გადაწყვიტა

გამოძიების ფედერალური სამსახური Apple-ისგან ნარკოვაჭრობაში ბრალდებული პირის ტელეფონის ბლოკის მოხსნაში დახმარებას ითხოვდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მოქმედი კანონმდებლობა ტექნიკის მწარმოებელ კომპანიას არ ავალდებულებს შეასრულოს გამომძიებლების მოთხოვნები საკუთარი ნების წინააღმდეგ. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი ჯერ კიდევ ოქტომბერში შეიტანა. მალევე, ანალოგიური მოთხოვნა გამომძიებლებმა Apple-ს კალიფორნიაშიც წაუყენეს. კალიფორნიაში სასამართლო დავა სან-ბერნანდინოში განხორციელებულ თავდასხმას უკავშირდება. FBI-მ კომპანიას სან-ბერნარდინოს ტერორისტის საიდ ფარუკის ტელეფონის კოდის მოხსნა და ტელეფონის მონაცემების მოპოვებაში დახმარება დაევალა. საიდ ფარუკმა და მისმა მეუღლემ ტაშფინ მალიკმა 2015 წლის 3 დეკემბერს, კალიფორნიის ქალაქ სან-ბერნარდინოში 14 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და ოცზე მეტი ადამიანი დაჭრეს.

FBI-ს განცხადებით, ფარუკის ტელეფონში უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია ინახება. ხოლო პაროლის ათჯერ არასწორად შეყვანის შემთხვევაში, ტელეფონი ავტომატურად შლის ყველა მესიჯსა და ინფორმაციას.

გამოძიებამ Apple-ს,თხოვნით მიმართა , რომ მისმა ინჟინრებმა პაროლის შეყვანის ლიმიტი მოხსნან და შეიმუშაონ ისეთი პროგრამა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში, აკრიფავს ყველა შესაძლო კოდს. ნიუ-იორკის საქმისგან განსხვავებით, კალიფორნიის სასამართლომ გამომძიებლების მხარე დაიჭირა, თუმცა ამერიკულმა კომპანია განკარგულების შესრულებაზე უარი განაცხადა. Apple საჩივრის შეტანას სასამართლოს ზემდგომ ინსტანციაში გეგმავს.

როგორც Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი აცხადებს, შეერთებული შტატების მთავრობამ კომპანიას უპრეცენდენტო ნაბიჯის გადაგმა დაავალა, რომელიც კომპანიის მომხმარებლის დაცულობას საფრთხეს უქმნის.

წყარო: www.newposts.ge

Leave a Comment