iPhone კვლავ ყველაზე პოპულარულია მოზარდებსა და სელებრითებს შორის, ამის შესახებ ანალიტიკოსი Piper Jaffray საუბრობს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში 2016 წელს მოზარდების 76%-მა განაცხადა, რომ მათ აქვთ iPhone. 1 წლით ადრე ეს მაჩვენებელი 8%-ით დაბალი იყო, ფაქტია ნელნელა იმატებს iPhone-ის მფლობელთა რიცხვი. ამას გარდა, მოზარდთა 81% აცხადებს, რომ მისი მომავალი მოწყობილობა სწორედ Apple-ის iPhone-ია.
სპეციალისტი ექსპერტები ცდილობენ ასეთი კვლევების შესწავლას წინასწარ, რამდენად მოთხოვნადი იქნება ახალი iPhone, რომელიც სავარაუდოდ როგორც ყოველთვის სექტემბერში იქნება. ასევე შეინიშნება დიდი მოთხოვნა ახალ Apple Watch-ზე, რომელზეც ასევე დიდი მოთხოვნაა, როგორც ექსპერტები გვეუბნებიან.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში iPhone ხდება არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ ევროპაშიც ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული მოწყობილობა, რაც ძალიან ურთულებს საქმეს სხვა კომპანიებს.