ამ დღეებში ძალიან ბევრი ჭორ-მართალი ვრცელდება iPhone 8-ზე, რომელსაც შეიძლება საბოლოოდ iPhone Pro ან iPhone 7s Pro დაარქვან. მაგრამ მოდი ახლა ვისაუბროთ იმ მოდელებზე, რომელსაც გარანტირებულად ვიხილავთ ამ წლის სექტემბერში — iPhone 7s და iPhone 7s Plus. და რომელთა შესახებაც ძალიან მცირე ინფორმაცია მოიძებნება.
ზუსტად იგივე ეკრანი და კორპუსი
ვინაიდან არანაირი კონკრეტული ჭორი ამ თემაზე არ არის ქსელში, ვიხელმძღვანელოთ Apple ქმედებებით. მწარმოებლის განმეორებითი ქმედებები მრავლის მთქმელია. ამიტომ ძნელი არ იქნება შემდეგი ნაბიჯების გამოცნობა.
კომპანიის ბოლო საპატენტო დოკუმენტები მეტყველებენ კვლევებზე ტიტანის მიმართულებით, რომლეზეც კომპანია აპირებს გადასვლას ალუმინიდან. არანაირი შუშის კორპუსების მოსვლას არ უნდა ველოდოთ. თანაც, ეს s-მოდელია, სადაც მხოლოდ მცირე კოსმეტიკური სიახლეები შეაქვთ ხოლმე.
წესით, კომპანია გამოუშვებს iPhone 7s და iPhone 7s Plus, რომლებიც ვიზუალურად პრაქტიკულად არაფრით არ იქნება გნსხვავებული ამჟამინდელი მოდელებისაგან. ერთადერთი — Apple-მა შესაძლოა Jet Black მოდელი უფრო გამძლე გახადოს ნაფხაჭნებისადმი. ამით ინოვაციები ამოიწურა.
ეკრანის გარჩევადობის გაზრდას შუალედურ მოდელში არ უნდა ველოდოთ. ასევე OLED ეკრანებზე გადასვლასაც. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოში ამ ტიპის ეკრანების დიდი დეფიციტია. ამიტომ ამ ტიპის ეკრანს მხოლოდ Pro მოდელი მიიღებს.
უკეთესი კამერები უფრო დიდი დიაფრაგმით
აიფონის ბოლო მოდელები გამორჩეულად განსხვავდებოდნენ კონკურენტების ფონზე მაღალი ხარისხის კამერებით, რომლებიც როგორც მინიმუმ არაფრით ჩამორჩებოდნენ სხვა მწარმოებლების გადაწყვეტილებებს. კომპანიამ ფსონი დადო კამერებზე ჯერ კიდევ iPhone 4-ის დროს და საკმაოდ ბევრი რამ გააკეთა ამ მიმართულებით.
მიუხედავად ამისა, პირველი შედარებითი ტესტები, რომლებიც უკვე გამოჩნდა ქსელში, გვიჩვენებენ, რომ iPhone 7 Plus ჩამორჩება Samsung Galaxy S8-ს. კორეულ მოდელს გამოსახულება უფრო დეტალური და სწორი აქვს — თუმცა გარკვეული ნიუანსებით.
ასევე, როგორც ცნობილია, კამერის გაუმჯობესებას ეფლი s-მოდელებში ახდენს (iPhone 4s და iPhone 6s მკაფიო მაგალითებია), შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ iPhone 7s-შიც მოხდება კამერის გაუმჯობესება.
ორმაგ კამერას ჩვეულებრივ მოდელში არ უნდა ველოდოთ. მაგრამ გამოსახულების პროგრამული სტაბილიზაცია, ასევე უფრო დიდი დიაფრაგმა გამოსახულების სიმკვეთრის გაზრდისათვის დიდი ალბათობით დაემატება.
Bluetooth 5 ორ მოწყობილობასთან სამუშაოდ
Samsung Galaxy S8-ის პრეზენტაციაზე არ გაკეთებულა აქცენტი ახალ Bluetooth-მოდულზე, რომელიც გამოიყენა კომპანიამ ფლაგმანურ მოწყობილობაში. მაგრამ Apple ნამდვილად გაამახვილებს ყურადღებას ამ სიახლეზე.
საქმე იმაშია, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს ცნობილი გახდა Bluetooth 5.0 პროტოკოლის შემუშავების შესახებ. მაშინ ჩვენ გავიგეთ ის, რომ სიჩქარე ორჯერ მეტი ამ ახალ ვერსიაში, ასევე მოწყობილობები უფრო სტაბიკურად მუშაობენ და ოთხჯერ უფრო შორ დისტანციაზე (40 მეტრამდე).
მაგრამ Samsung-მა ამ პროტოკოლის პოტენციალი კიდევ უფრო გააფართოვა. Bluetooth 5.0-ის საშალებით Galaxy S8-ს შეუძლია ერთდროულად ორ მოწყობილობასთან მუშაობა — მაგალითად, ყურსაცვამებთან და სპიკერებთან.
თუ გავითვალიწინებთ Apple-ის მხრიდან 3.5 მმ ჯეკის ამოღების ფაქტს, რომელიც ნამდვილად აღარ იქნება შემდეგ მოდელებში, ფსონი ახალი თაობის უნივერსალურ უსადენო ინტერფეისზე გარდაუვალია — მათ შორის ორმაგი მიერთების შესაძლებლობით.
წარმადობის მატება და ახალი ჩიპი A11
iPhone 6 უკვე შესამჩნევად ნელა მუშაობს, ვიდრე iPhone 7. მიუხედავად ამისა, სხვაობა iPhone 6s და iPhone 7-ს შორის პრაქტიკულად არ ჩანს — ეს თუ ობიექტურად ვისაუბრებთ. iPhone 7s კიდევ უფრო სწრაფი იქნება — მასში A11 Fusion ჩიპს უნდა ველოდოთ. მაგრამ საჭიროა კი?
თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე სიტუაციას და iOS-ის პროგრამული უზრუნველყოფის სტაგნაციას, წარმადობის შემდგომი მატება App Store-ის ხარისხობრივი გადაფასების გარეშე, უაზროა.
ამის მიუხედავად, A11 ჩიპის ჩაყენების შემთხვევაში iPhone 7s-ში, სიტუაცია iPhone 7s Pro-სთან (ანუ იგივე iPhone 8) გაურკვეველია. რა პროცესორი ექნება მას? A11x, თუ იგივე, რაც iPhone 7s? ჯერ-ჯერობით გაირკვეველია.
უფრო სწრაფი ჩიპი სმარტფონს დასჭირდება OLED-ეკრანების გამო. პიქსელების უცნაურად განთავსების გამო საჭირო გახდება გარჩევადობის მატება, შესაბამისად საჭირო გახდება წამრაოდობის მატებაც.
S-ის საკვანძო სიახლე — Smart Connector გასართი
პრაქტიკულად ყველა s-მოდელი რაიმე ახალ და საინტერესო სიახლეს ღებულობს. iPhone 4s — Siri, iPhone 5s და iPhone 6s — უკეტესი ხარისხის კორპუსები და მუშაობის სისწრაფე. ასე რომ ახალ iPhone 7s-ში ჩვენ ველოდებით Smart Connector-ს iPad Pro-დან.
მისი საშუალებით მოწყობილობას უერთდება სხვადასხვა ტიპის აქსესუარები, მათ შორის შალითები დამატებითი ფუნქციებით, შეტყობინებების ვიზუალიზაციით და ა.შ.
მაგრამ Smart Connector-ის მთავარი დანშნულება iPhone 7s (Plus)-ში — სმარტფონის უსადენო დატენვის შესაძლებლობა, შუშის კორპუსის დანერგვის გარეშე. ამის შესახებ ჭორები უკვე ვრცელდება ქსელში. და ეს ნამდვილად უკეთესია, ვიდრე დაბალეფექტური ინდუქციური დატენვა.
შედეგად, iPhone 7s ნამდვილად არ იქნება რევოლუციური. ის ევოლუციური იქნება. ჰეიტერები ნადვილად დაიწყებენ ლანძღვას ინოვაციების არასებობის გამო, მაგრამ გაყიდვების დაყებიდან ზუსტად ერთ კვირაში ყველა გაიქცევა ახალი მოდელის საყიდლად.