Apple-ის თანამშრომლებს დაევალათ ჭკვიანი “სვეტი“-ს ტესტირება და იგი რამოდენიმე ოჯახზეც გამოსცადეს, წერს Bloomberg-ის ინფორმირებული წყაროები. როგორც გადმოგვცემენ, პროდუქტი სრულყოფილად მზადაა, რომ ჩაერთოს კომერციულ გეგმებში, ამიტომ კომპანიამ მაქსიმუმი გააკეთა, რომ მის შესახებ ნაკლებ ინფორმაციას გაეჟონა, მისი ჭკვიანური ფუნქციების შესახებ ჯერ ხალხმა არ უნდა იცოდეს. ბოლო პერიოდში Apple ცდილობს განვითარებული, ინოვაციური პროდუქტების ფუნქციონალი გაყიდვამდე დატოვოს Campus-ში. ეს ინფორმაცია კი უპრეცენდენტოა.
ჩვენს მიერ არსებული ინფორმაციით, ჭკვიანი “სვეტი” Siri-ს მხარდაჭერით იქნება და მას 5 ივნისს WWDC 2017-ის კონფერენციაზე წარმოგვიდგენენ!